შაშკინი რუსეთ-საქარველოს შორის შესაძლო გარიგებაზე საუბრობს - ,,მოსკოვი რკინიგზაში ფულს არ ჩადებს გარანტიის გარეშე“
პოლიტიკა - 14:37, 23 Aug, 2015     3722
ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის აღდგენის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

,,21-ე საუკუნე არის ინფორმაციის საუკენე და მე მგონი მხოლოდ ჩვენი და ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ვერ მხივდა, რომ ვერანაირი ინფრომაციას ვერ დამალავ. ის, რომ რკინიგზაზე მიმდინარეობს სამუშაო, უკვე რამდენიმე თვეა მიდის საუბრების საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ. სანამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა არ თქვა ამის შესახებ, მემგონი მანამდე ჩვენს მთავრობას არ სჯეროდა, ან სჯეროდა და უმალავდა თავის ხალხს. აქ მთავარი არის არა მთავრობის ტყუილები, რომელსაც ვისმენთ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, არამედ აბსოლუტურად გაუგებარი პოზიცია რუსეთის მიმართ.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის რკინიგზა, თუ ჩვენ ამას დეფაქტოდ შევხედავთ, როგორც ახლაა, არის ჩიხი, რადგან ჯერ-ჯერობით (და იმედი მაქვს ასე დარჩება) საქართველოს არ ხსნის ტრანზიტულ გზას. მიუხედავად რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისა, ფაქტია, რომ რუსეთის არ არის დღეს იმ სიტუაციაში, რომ მილიარდები ჩადოს ჩიხში. ეს ლოგიკურია, მათ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. ის დებს ამ მილიარდებს იმ ლოგიკით ან იმ მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც სავარაუდოდ ჩვენგან იმალება, ანუ იმ იმედით რომ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი გაიხსნება“ - აცხადებს შაშკინი ,,ნიუპოსტთან".

თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი შესაძლოა საომარი მოქმედებებისთვის ემზადებოდეს საქართველოს წინააღმდეგ. შაშკინის თქმით, ეს რუსეთის ახდენს რკინიგზის აღდგენას ტრანზიტული თვალსაზრისით, რომლის მიზანიცაა დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვა აფხაზეთის გავლით.

,,მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი ემზადება საომარი მოქმედებებისთვის. საქართველოში სამხედრო შემოჭრისთვის სარკინიგზო სამუშაოები მან შეასრულა 2008 წელს თუ გახსოვთ, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდა და ის ჩატარებული სამუაოები იყო საკმარისი იმისათვის, რომ რკინიგზით გადაესროლათ სამხედრო შემადგენლობა აფხაზეთის გავლით.

დღეს აფხაზეთში ხარისხობრივად სხვა სამუშაოები ტარდება. იქ მიდის კეთილმოწყობა უშუალოდ რკინიგზის დიდი მოცულობის ტვირთების გასაგზავნად. 2008 წელს მათ აღადგინეს რკინიგზა, რომ ეშელონი გასულიყო, ეს იყო სუფთა სამხედრო აღდგენითი სამუშაოები. ეხლა რასაც აკეთებენ არის გათვლილი დიდი ოდენობის ტვირთების გადასასვლელად. ამას არ აქვს სამხედრო დატვირთვა. ჩემი სუბიექტური აზრით კეთდება იმისათვის, რომ გაიხსნას საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული მიმოსვლა აფხაზეთის გავლით“ - აცხადებს შაშკინი.

დიმიტრი შაშკინის თქმით, დაუშვებელია აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რადგან ეს არის ბოლო კოზირი საქართველოს ხელში, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით.

,,თავისი სამხედრო დატვირთვა ყველაფერს აქვს. ბოლო კოზირი რომელიც ჩვენ დაგვრჩა არის რკინიგზა. ეს არის ის თემა, რომლითააც ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და არის უმნიშვნელოვანესი რესურსი ჩვენს ხელში და ეს შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ - ამბობს ყოფილი მინისტრი.

შაშკინი ფიქრობ, რომ რუსეთი ამით ქმნის ალტერნატივას იმ სატრანსპორტო დერეფნებისა, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთის გვერდის ავლით შეიქმნა. ამ ვითარებაში, შაშინი რუსეთსა და საქართველოს შორის შესაძლო ფარულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას და ვარაუდობს, რომ რუსეთში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, კრემლი გარკვეული გარანტიების გარეშე არ ჩადებდა ფულს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაში, რომელიც, შაშკინის თქმით, ამ მოცემულობით არის ჩიხი.

,,მე მაქვს ჩემი სუბიექტური შიშები და მაქვს შეკითხვები, მაშინ როცა რუსეთის არის მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში, ნავთობის ფასი უკვე არის 46 დოლარი, ამ პირობებში რუსეთი დებს მილიარდებს ჩიხის აღდგენაში... ბუნებრივია, ამას არ გააკეთებდა, რომ არ ყოფილიყო რაღაც სახის მოლაპარაკებები, გამორიცხულია, კონკრეტული გეგმა არ არსებობდეს ამის აღდგენის, რუსეთი ისე არ გადადგმდა ამ ნაბიჯს. მე არ ვთვლი, რომ უკრიანის სიტუაციიდან გამომდინარე, მძიმე ეკნომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არ ვთვლი, რომ რუსეთი ემზადება საქართველოში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის. ამის რესურსი არ გააჩნია ორ ფრონტზე იომოს. მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ სხვა კუთხით, რომ ამ ეკონომიკურ სიტუაციაში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რკინიგზის გახსნა, რომ კონკრეტული ალტერნატივა შექმნან თვითონ იმ სატრანსტპორტო დერეფნების, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა რუსეთის გარეშე, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური თუ რატომ შეიძლება ჩადოს ფული აფხაზეთის რკინიგზაში.

აქ საკითხი დგას შემდეგნაირად - ან გვატყუებენ და საქართველოს მთავრობის მხრიდან გარკვეული მოალაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, ან ვიღაც მთავრობის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს ისე, რომ მთავრობამ არ იცი... ერთიც კატასტროფაა და მეორეც, თუმცა მეორე, ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა“ - აცხადებს შაშკინი ,,ნიუპოსტთან" საუბარში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42