,,მზადება ომისთვის თუ ქართულ-რუსული შეთანხმება“ - დავიათია აფხაზეთის რიკინგზის გახსნაზე
პოლიტიკა - 12:50, 23 Aug, 2015     2324
რუსეთი ან საომარი მოქმედებებისთვის ემზადება, ან ეს არის შეთანხმება რკინიგზის აღდგენის შესახებ საქართველოს, აფხაზეთს და რუსეთს შორის - ასე აფასებს ,,ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის აღდგენი შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც დავითაიამ ,,ნიუპოსტს“ განუცხადა, ასეთივე სურათი იყო 2008 წელს, როცა რუსეთმა რკინიგზის აღდგენა მძიმე ტექნიკის შემოსაყვანად გამოიყენა.

„რუსეთმა 2005 წელს დაიწყო სოხუმი-ადლერის მიმართულებით რკინიგზის აღდგენა. 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საქართველოს წინააღდმდეგ რუსეთის ფედერაციამ, ამ მომენტში 2 კვირით ადრე რუსეთის რკინიგზის ჯარები იყო შემოსული, დაახლოებით 800 კაცი, რომელმაც უცებ აღადგინა რკინიგზა ენგურის ხიდამდე, ეს დაჭირდათ მძიმე ტექნიკისათვის და 2008 წელმა ეს აჩვენა. დღეს ვხედავთ, რომ არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო რკინიგზის წარმომადგენლები არიან შემოსულები 500-მე ჯარისკაცი და 30 სპეციალისტი, რომელიც ოჩამჩირიდან ენგურამდე იწყებს რკინიგზის აღდგენას. 2008 წლის შემდეგ ამ მონაკვეთზე მატარებელს არ უვლია. შესაბამისად, 2 მომენტია გასათვალისწინებელი - ან რკინიგზა საომარი მოქმედებებისთვის დასაწყებად ან პროცოკაციისათვის იხსნება, ან არის შეთანხმება რკინიგზის აღდგენის შესახებ საქართველოს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის,“- აცხადებს პაატა დავითაია.

დავითაია რკინიგზის მომსახურე პერსონალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 2008 წელს, სოხუმი-ადლერის მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს რუსები ახორიცელებდნენ, რისთვისაც 10 რუსული ოჯახი ჩამოასახლეს აფხაზეთში. მისივე თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდება კიდევ რამდენიმე რუსული ოჯახის ჩამოსახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე.

,,თუ რკინიგზის აღდგენა ხდება, ავტომატურ რეჟიმში უნდა დაიწყოს მისი მომსახურეობა. აფხაზი რკინიგზელი ბუნებაში არ არსებობს, სულ ქართველები იყვნენ. ამიტომ, ჩნდება კითხვა, კიდევ რამდენი რუსული ოჯახი დარჩება აფხაზეთში რომ მოემსახუროს ენგური-სოხუმის მონაკვეთს“ - აცხადებს დავითაია ,,ნიუპოსტთან“.

შეგახსნებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად მოწესრიგდება. კერძოდ საკითხი ეხება ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი ადასტურებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ივლისის ბოლოს რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა გაიგზავნა. სამუშაოები სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს. გენერლის თქმითვე, რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42