რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად მოწესრიგდება. კერძოდ საკითხი ეხება ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას.
საოკუპაციო რეჟიმის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ხაჯიმბას განცხადებით, რკინიგზის მონაკვეთს წმენდენ, რათა მოხდეს მისი კაპიტალური რემონტი და რკინიგზა მზად იყოს სატრანზიტო მოძრაობის აღსადგენად. ხაჯიმბამ არ დააკონკრეტა, გულისხმობს თუ არა სატრანზიტო მოძრაობის აღდგენა საქართველოსა და სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი ადასტურებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ივლისის ბოლოს რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა გაიგზავნა. სამუშაოები სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს. გენერლის თქმითვე, რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






