რას უპირებს მთავრობა დაზღვევის გარეშე მყოფ სტიქიით დაზარალებულ გლეხებს
პოლიტიკა - 21:54, 22 Aug, 2015     2380
მთავრობის კანცელარიაში ეკონომიკური გუნდის მინისტების შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს რეგიონებში მომხდარი სტიქია იყო.

რაც შეეხება კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ,,კურიერის“ ეთერში განაცხადა, გლეხები, ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ, ისინი მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას. ოთარ დანელიამ დაზღვევაში სახელმწიფო მხრიდან თანადაფინანსების წილის გაზრდაზეც ისაუბრა.

,,ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, ჩვენ გვინდა წავახალისოთ დაზღვევა. ჩვენ ვაპირებთ 50-დან 70%-მდე გავზარდოთ დაზღვევის კომპონენტი თანადაფინანსებისა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ სპეციალური პრეპარატებით, რაც საჭიროა მცენარეების გადასარჩენად. ვგეგმავთ სპეცპროგრამის მომზადებას, რომელიც იქნება სტიქიით დაზარალებულთათვის. ჩვენ ვიზრუნებთ რომ დაზღვევის პროცესში მოსახელობას შეფერხება არ ჰქონდეთ“ - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება იმ გელეხებს, ვისაც არ ჰქონდათ დაზღვევა, დანელია ამბობს, რომ ასეთი გლეხებისთვის თავის დროზე, სტიქიის დროს სახელმწიფოს მხრიდან გაცემული კომპენსაციები ხდებოდა იმის გამო, რომ მაშინ არ არსებობდა სპეციალური სისტემა, ხოლო დღეს, მინისტრის განმარტებით არსებობს სისტემა, რომელიც ეფექტურად მუშაობს.

,,ეს 100%-იანი პრევენცია არ არის და ვერც იქნება, ეს გახლავთ 80-90%-იანი პრევენცია. კახეთში წელს უნდა ყოფილიყო წელს მინიმუმ 34 სეტყვის შემთხვევა და იყო მხოლოდ სამი. ეს გახლავთ სწორედ შედეგი, ამას ემატება აგროდაზღვევა“ - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება პოლიტიურად წამგებიანი იყო კომპენსაციის არმიცემა, მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სადაზღვევო მიმართლება იყოს წახალისებული, რისთვისაც სახელმწიფმ 10%-ით გაზარდა თანადაფინანსება.

ჩვენ 10%-ით მოვუმატეთ სუბსიდირების ნაწილს, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს ყველასთვის, ვისაც აქვს ამის ინტერესი. სექტემბრიდან ეს გაიზრდება კიდევ 10%-ით“ - აღნიშნა დანელიამ.

რაც შეეხება მოახლოებულ რთველს და მეღვინეების განცხადებას, რომ წელს ისინი ვერ მოახერხებენ ყურძნის ჩაბარებას, მინისტრმა დაადასტურა, რომ მეღვინეები წელს ყურძნის ჩაბარებაზე გარკვეულ ლიმიტს აწესებენ.

„არსებობს სირთულეები და ეს უკავშრდება შემცირებული მოთხოვნა, თუმცა საუბარია 10 ათას ტონაზე და ჩვენ გაცილებით დიდ რაოდენობას ველოდებით და ეს მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, ჩაუბარებელი ყურძენი არც წელს დარჩება, ჩვენ გადავწყვიტეთ მაინც თანადაფინანსება და ეს მნიშვნელოვნად დაარეგულირებს ფასს“ - აცხადებს დანელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42