,,აქ მოვედი, რომ დაგეხმაროთ თქვენ და საკუთარ ქვეყანსაც“ - სააკაშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
პოლიტიკა - 14:20, 22 Aug, 2015     1379
კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებები იმართება. ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას უკრაინულ ენაზე მიმართა და რეგიონის მომავალ განვითარებაზე ისაუბრა.

„უკრაინის დამოუკიდებლობა ეს უბრალო დღე არაა ჩვენს წარსულში, ეს დღევანდელი მუდმივი რევოლუციური პროცესის გაგრძელებაა. დამოუკიდებლობას, რომელსაც ჩვენ ვზეიმობთ, მისთვის დღესაც ვიბრძვით. ეს იმ ხალხის მონაპოვარია, რომელიც ამისთვის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ისტორიის მოჯადოებული წრე, როდესაც გმირების თავდადება უკვალოდ ქრებოდა და გამარჯვებული მორიგი იმპერია ხდებოდა. არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მისი თითოეული მოქალაქე, მათ შორის რუსებიც ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები არიან. ამიტომაც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ერთად წყდება საქართველოს, მოლდოვის ბელარუსიის და თვით რუსეთის მომავალიც. რაც მთავარია, ჩვენ გვაკავშირებს სიყვარული თავისუფლებისადმი და ერთიანი უკრაინისადმი. ეს გრძნობა კი დაუმარცხებელია. რატომ მოვედი აქ, რათა გამეზიარებინა თქვენი ბედი და ბრძოლა თავისუფლებისთვის? იმიტომ, რომ თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. როგორც ქართველ და თავისუფალ ადამიანს, მე მჯერა რომ შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. როგორ შეიძლება, ვიყო თავისუფალი თუ უკრაინა იქნება დაპყრობილი? ეს შეუძლებელია. აქ მოვედი იმიტომ, რომ დაგეხმაროთ თქვენ გათავისუფლებაში და ამით დავეხმარო საკუთარ თავს და ქვეყანასაც,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42