„ხაჯმბას არ გაუკეთებია ხაზგასმა იმის თაობაზე, რომ ეს არის რაღაც შემადგენელი ნაწილი საქართველოსი, სახელმწიფოთა შორის კეთილი ურთიერთობების შემდგომი განვითარების თემაზე ისაუბრა და ეს თემა არახალია, ორ სახელმწიფოს შორის როგორც თვითონ ამბობენ ურთიერთობები უნდა იყოს მეზობლური და თბილი. ეს არის პოლიტიკური სვლა, რომელიც რასაკვირველია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინტერესებშია“- განაცხადა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ მსგავს სვლებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ადრეც ქონია ადგილი.
შეგახსენებთ, ტყვარჩელში 19 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საქართველოდან აფხაზეთში პროდუქციის შეტანაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან უნდა გაკონტროლდეს.
”ჩვენ იქ არა მარტო სამკურნალო დავივართ, ჩვენთან აქტიურად ვითარდება ბიზნესიც და საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთით შემოდის, საქართველოდანაა. ეს ან უნდა ჩავკეტოთ ან უნდა დავაყენოთ საკითხი ისე, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლდეს”- აღნიშნა ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები






