„ბედნიერია ის თაობა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, შექმნის ასეთივე ღირებულს როგორიც ენგურჰესია“
პოლიტიკა - 18:07, 21 Aug, 2015     1843
ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მდინარე ენგური თავისი უდიდესი ჰიდროპოტენციალით ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იპყრობდა ყურადღებას.

ეს განცხადება ვიცე პრემიერმა დღეს ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონიალზე გააკეთა.

„მოგეხსენებათ 2015 წელს ევროსაბჭოს და იუნესკო-ს გადაწყვეტილებით ევროპული კულტურის მემკვიდრეობის დღეების მთავარი თემა ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება. და საქართველოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი პატივია, რომ ენგურჰესი ამ სიაში მოხვდა. ჩვენ ვიმყოფებით ქართული ინჟინერიის , ეროვნული ჰიდრომშენებლობის უნიკალურ ძეგლთან - ენგურის კაშხალთან. ეს მდინარე თავისი უდიდესი ჰიდროპოტენციალით , ჯერ კიდევ გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იპყრობდა ყურადღებას. დიდი ნიკო ნიკოლაძის, საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსის, პუბლიცისტის რეალიზებული, ასრულებული ოცნებაა ის , რასაც დღეს ძეგლის სტატუსს ვანიჭებთ... და ეს სიამაყით, სრულფასოვნების შეგრძნებით აღავსებს თითოეულ ჩვენგანს“, - განაცხადა კალაძემ.

მან დღევანდელი დღე მიულოცა ყველას, ვისაც ენგურჰესთან შეხება ჰქონია.

„გილოცავთ ყველას, ვისაც შეხება გქონიათ ენგურჰესთან, ვინც ეს ძეგლი აჩუქეთ ამჯერად უკვე კაცობიობას და დიდი მადლობა ყველას, ვინც დააფასა ქართული ჰიდროინჟინერიის ეს შესანიშნავი ქმნილება და მსოფლიოში გაუთქვა სახელი. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ დიდი და საშვილიშვილო პროექტების განხორციელებას ან მასში მონაწილეობას და რაც მთავრია ვუსურვებ ყველას მშვიდობას და აღმშენებლობას“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალის ათვისება იმდენად გონივრულად უნდა მოხდეს, რომ ენგურჰესის მსგავსი ობიექტი მომავალი თაობებისთვის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი გახდეს.

„ჩვენ ენერგეტიკის განვითარება უნდა განვაგრძოთ ამ მიმართულებით - გონივრულად ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალი, იმდენად გონივრულად, რომ თითოეული მსგავსი ობიექტი მომავალი თაობებისთვის გახდეს ჩვენი დამსახურების და პროფესიონალიზმის მაჩვენებელი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, ბედნიერია ის თაობა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, შექმნის ასეთივე ღირებულს და დასაფასებელს , როგორი ენგურჰესია.

„იცვლება თაობები, მთავრობები, პოლიტიკური განწყობები ქვეყანაში.... ეს პროცესი მუდმივ დინამიკაშია და ბედნიერია ის თაობა, რომელიც ყველაფრისდამიუხედავად, ნებისმიერი იდეოლოგიის, პოლიტიკური თუ კონფრონტაციული ფონის მიუხედავად, შექმნის ასეთივე ღირებულს და დასაფასებელს , როგორი ენგურჰესია. ჩვენც უნდა შევიტანოთ წვლილი თანამედროვე საქართველოს ისტრიული დოვლათის შექმნაში“ , -აღნიშნა კალაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42