„ქიბარ ხალვაშმა მიიჩნია, რომ ჩვენ კანონის მიხედვით უნდა გაგვესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, სასამართლოს მართალია მოცემული აქვს არგუმენტაცია თავის განჩინებაში, მაგრამ ჩვენ ვთვლით რომ სასამართლომ ჩვენი არგუმენტები უნდა გაითვალისწინოს.“- განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.
რუსთავი ორის ადვოკატების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ქიბარ ხალვაშია საჩივარი აზრს მოკლებულია, რადგან ლოგო, რომელსაც რუსთავი ორი იყენებს შექმნილია 2009-10 წლებში. ხოლო ის ლოგო , რომელიც ქიბარ ხალვაშის მეწილეობის პერიოდში ფუნქციონირებდა 2003 წელს არის შექმნილი. „რ2“-ის ადვოკატის თქმით ფინანსურ სარგებელს კომპანია ლოგოს მეშვეობით არ იღებს. თამთა მურადაშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაშის მიზანი „რუსთავი 2“-ის დასუსტებაა
„ის მიუთითებს, რომ ამჟამინდელი ლოგო, არის მისი ავტორობით შექმნილი, განახლდა მის პერიოდში და ამ განახლებუილმა ლოგომ არხს მოუტანა წარმატება, ამაღლდა რეიტინგი და მოუტანა დიდი შემოსავალი,ადამიანი, რომელიც მუშაობდა ტელევიზიაში, როგორც ჩანს არ იცის, რომ რეიტინგის ზრდა არა ლოგოს განახლებაზე არამედ იმ კონტენტზეა დამოკიდებული, რომელსაც არხი გადასცემს, ასევე დაუჯერებელია ის არგუმენტი, იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მიზანი არ არის „რუსთავი 2“-ის დასუსტება, მაშინ რას ემსახურება განჩინების ამ მოტივით გასაჩივრება“ – განაცხადა „რუსთავი ორის“ იურისტმა თამთა მურადაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






