რომელმა პარტიებმა მიიღეს ყველაზე მეტი შემოწირულობა 2015 წელს
პოლიტიკა - 15:19, 21 Aug, 2015     1694
სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ირაკლი ალასანიას პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ 2015 წლის დასაწყისიდან ივლისის თვის ჩათვლით პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი შემოწირულობა მიიღო. ალასანიას პარტიისთვის 2015 წლის გაზაფხულზე სამმა ფიზიკურმა პირმა 30-30 ათასი ლარი გაიღეს. ასევე პარტიის შეწმომწირველებს შორის არიან თავად პარტიის წევრებიც. საბოლოოდ თანხამ რომელიც ალასანიას პარტიამ შემოწირულობის სახით მიიღო 145500 ლარი შეადგინა.

136394,23- ლარი მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და ის შემოწირულობების თანხის ოდენობით მეორე ადგილზეა, შემომწირველები ძირითადად პარტიის წევრები არიან და ყველაზე დიდი შემოწირულობა 10 000 ლარიც პარტიას მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა შეწირა.

პატრიოტთა ალიანსი შემოწირულობების მიხედვით მესამე ადგილზეა , ალიანსმა წლის დასაწყისიდან დღემდე 54924 ლარი მიიღო და მისი ძირითადი შემომწირველი, ამავე პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

29 178,5 ლარი აქვს მიღებული კახა კუკავას „თავისუფალ საქართველოს“, ხოლო „ქართულ დასს“ 741 ლარი და ეს თანხა თავად პარტიის ლიდერმა შეწირა. ახალ შექმნილ „დევნილთა პარტიას“ შემოწირულობები ივლისის თვეში აქვს მიღებული და საერთო ჯამში თანხამ 21400 ლარი შეადგინა.

„რესპუბლიკური პარტიის“ შემოწირულობებმა 18055 ლარი შეადგინა და თანხის ძირითად წყაროს პარტიის წევრების საწევროები წარმოადგენს.

5065 ლარი აქვს შემოწირულობების სახით მიღებული „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ“ საქართველოს. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გვერდიდან ირკვევა, ოცნების შემოწირულობას ერთი ადამიანის მიერ ყოველთვიურად გადახდილი საწევრო და რამდენიმე ფიზიკური პირის მხრიდან არაფულადი შემოწირულობა წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42