"ნაციონალური მოძრაობა" შუალედური არჩევნების ბოიკოტს უერთდება
პოლიტიკა - 11:15, 21 Aug, 2015     1656
"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა. სერგო რატიანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებს შუალედურ არჩევნებს და საკუთარი კანდიდატურების წარდგენას არ აპირებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ იღებს მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით გეგმავს

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების “ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლის თავზე სახეზეა ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი. ქვეყნის არაფორმალური მართვა საფრთხეს უქმნის სამართლებლივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პერსპექტივას. საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს ისეთი ამოცანების მოგვარებას, როგორიცაა:

· სტაბილური ეკონომიკურიი ზრდის ტემპის უზრუნველყოფა, ბიუჯეტის შევსება, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, სიღარიბის დაძლევა,ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და, როგორც შედეგი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის წინაშე მდგომი სოციალური პრობლემების მოგვარება;

· სისტემური კორუფცია და კრიმინალთან ბრძოლა; უსაფრთხო საზოგადოებრივი გარემოს შენარჩუნება;

· ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებსა და ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებზე ადექვატური რეაგირება.

მთავრობა დაკავებულია ფუნდამენტალისტური ჯგუფების, ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის წახალისებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის პოლიტიკური დევნით, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდა არაერთი პოლიტპატიმარი.

აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა.

ერთიან ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპატრლამენტო არჩევნებია.

გამომდინარე აქედან ჩვენ მივიჩნევთ, რომ 2015 წლის შემოდგომაზე საგარეჯოსა და მართვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა. აშკარაა, რომ ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას არსებული კრიზისიდან.

აქვე აღსანიშნავია ოპოზიციური არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ერთიანი პოზიცია, რომლებმაც თავისი განცხადებით უარი თქვეს არჩევნების მონაწილეობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ენმ გაუმართლებლად მიიჩნევს საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატების მონაწილეობას.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საკონსტიტუციო მექანიზმს, რათა უხლოეს მომავალში მივაღწიოთ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელის ყოველი დღე ასე ძვირი უჯდება საქართველოს მოსახლეობას,"-განაცხადა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42