"ისინი სააკაშვილის ღია თუ ფარული პარტნიორები არიან" - ინაშვილი არჩევნების ბოიკოტს არ უერთდება
პოლიტიკა - 10:16, 21 Aug, 2015     1531
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ 11 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მოწოდებას, შუალედური არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, არ უერთდება.

როგორც ინაშვილი განმარტავს, „საქართველოს პტარიოტთა ალიანსის წარმომადგენლები“ ყოველთვის ღიად საუბრობდნენ საარჩევნო გარემოს სრულ რეფორმირებაზე, საარჩევნო სიების და ამომრჩეველთა რეალური სიის დაკომპლექტებაზე.

„ გავეცანი 11 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მოწოდებას, შუალედური საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტის შესახებ. ვინაიდან არასდროს და არავისთვის შემიყრია თვალში ნაცარი, ვაცხადებ ნათლად და გასაგებად: მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია საარჩევნო გარემოს სრული რეფორმირება. დაწყებული საარჩევნო სისტემით გაგრძელებული კომისიების დაკომპლექტებით, ამომრჩეველთა რეალური სიის ფორმირებით და დასრულებული არჩევნებში სავალდებულო მონაწილობით! ჩვენ საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ვსაუბრობდით მაშინაც, როცა მაგალითისთვის, ბატონი კაციტაძე გულმოდგინედ აყალბებდა ამომრჩეველთა სიას და აყალბებდა არც მეტი, არც ნაკლები- სააკაშვილის რეჟიმის სასარგებლოდ! მიკვირს, რომ ბატონი კაციტაძე და არჩევნების სხვა გამყალბებლები დღეს არ ბრძანდებიან ციხეში. თუმცა კაციტაძე კი არა, სისხლის სამართლის უამრავი დამნაშავე არაა დასჯილი, ამიტომ ვცხოვრობთ პარადოქსების ქვეყანაში, სადაც შუალედური არჩევნების ბოიკოტირებისკენ მე, ირმა ინაშვილს სააკაშვილის რეჟიმის პარტნიორები: კაციტაძე, ხარატიშვილი, დავითაია და სხვები მომიწოდებენ“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნულ 11 პარტიაში ნახევარზე მეტი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღია და ფარული პარტნიორები არიან.

ირმა ინაშვილი განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ის ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა, რომ „ეს უზნეობა და პოლიტიკური პროსტიტუცია დაესრულებინა“.

ამ 11 პარტიაში ნახევარზე მეტი მიხეილ სააკაშვილის ღია, თუ ფარული პარტნიორები არიან. აი, სწორედ იმიტომ წამოვედი ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში, რომ ეს უზნეობა, ეს პოლიტიკური პროსტიტუცია დავასრულოთ! ბოიკოტირების მომხრე ზოგიერთი სხვა პარტიისგან, არ დაგიმალავთ, შუალედურ არჩევნებში მხარდაჭერას ველოდი, მაგრამ ისინი პოლიტიკურმა შურმა შეიპყრო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმირების ერთი-ერთი ინიციატორია, მიგვაჩნია, რომ მე, ირმა ინაშვილს (ამ საარჩევნო სისტემის პირობებში კი) საგარეჯოში გამარჯვების რეალური შანსი მაქვს და ეს შანსი ოპოზიციამ არ უნდა დაკარგოს! 11-ივე პოლიტიკურმა პარტიამ კარგად იცის, რომ დღეს საგარეჯოში არც ერთ მათგანს არ ჰყავს ირმა ინაშვილზე ძლიერი კანდიდატი. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ბოიკოტის მომხრე პარტიების ნაწილი საინიციატივო ჯგუფებით, ფარულად დააყენებს კანდიდატებს, რომ წინააღმდეგობა გამიწიონ არჩევნებში, მაგრამ ხალხი ყველაფერს ნათლად დაინახავს. ამიტომ მე კოლეგებისადმი სრულიად საპირისპირო მოწოდება მაქვს:

გაერთიანდით და დამიჭირეთ მხარი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში (საგარეჯოს ოლქში). ამით გამოჩნდება, როგორც თქვენი ზნეობრივი სიმაღლე, ისე პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. აჩვენეთ საზოგადოებას, რომ მზად ხართ დამახმაროთ, როგორც თქვენი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, ისე თქვენი პარტიების ადამიანური რესურსი!”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ოპოზიციური პარტია 2015 წლის ოქტომბერში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. არჩევნები მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებში უნდა ჩატარდეს. ბოიკოტის მიზეზი საარჩევნო კანონია.
მათი თქმით, ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა პარტიების, არასამთავრობოებისა და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობებში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.


წყარო: epn.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42