,,დიალოგი არის საუკეთესო გზა... კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი”- ჯეიმს აპატურაი
პოლიტიკა - 21:56, 20 Aug, 2015     1524
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში კარასინი-აბაშიძის შეხვედრების პრაღის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი. აპატურაის თქმით იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა ამ ფორმატს ხელშესახები შედეგი არ მოაქვს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები:

”ჩვენ დიდი ინტერესით ვეცნობით იმ ინფორმაციებს, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვიგზავნიან, დაწყებული პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით, ელჩით, დიალოგის ყველა მიმართულებით გვაწვდიან უახლეს ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხს გენერალური მდივანი განიხილავს თბილისშიც. გენერალური მდივანი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თითქმის მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეხვდება, ასევე დარწმუნებული ვარ რომ გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს , რომ ეს გზა გააგრძელოს , კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი. ვინაიდან ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან ყველა იზიარებს აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და მას ალტერნატივა არა აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ. დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები და კიდევ უფრო უარესი მოვლენები. ძალიან რთულია იმის თქმა, ამ დიალოგით ნეგატიური პროცესი უკან მიდის თუ არა, შეიძლება არა, მაგრამ აქ მთავარია , რომ მცდელობა ყველაფრის, რასაც ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს და გულახდილად, რომ ვთქვათ აკეთებდა და სურდა ყოფილ ხელისუფლებას, არის ერთადერთი ლოგიკური გზა. ალიანსი გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას. თუ საქართველო გადაწყვეტს რომ ეს ფორმატი უშედეგოა, არ არის პროდუქტიული, ზიანის მომტანია და აუცილებელია შეწყვეტა ეს საქართველოს არჩევანი იქნება და ჩვენ დავინტერესდებით თუ რა ლოგიკა იქნება ამ გადაწყვეტილების უკან. მაგრამ ახლა , ამ დროისათვის ალიანსის წევრებს შორის ამ თემაზე კონსენსუსია. ვცადოთ ყველაფერი, თუნაც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების ნეგატიურად განვითარება აგვაცილოს ”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42