საუბრობდნენ სხვადასხვა ჟურნალებში და ბლოგებზე. ახლა კი, მისი გარდაცვალების ამბავი ოფიციალურად გავრცელდა“.
სოციალურ ქსელებში და მსოფლიო მედიასაშუალებებში ფრანგი მსახიობის, ჟან რენოს გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც გაჩნდა პირველი მესიჯი, მსახიობის დაღუპვაზე.
Twitter–ში ამ „მესიჯების“ აქტიური განხილვა დაიწყო, პირველი მესიჯი იყო „ჟან რენომ დაგვტოვა.RIP“, რამდენიმე საათის წინ გამოცემა Mediamass-მაც გაავრცელა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი უარყო.
როგორც 64 წლის მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ჯან რენო ცოცხალია და მშვენივრად გრძნობს თავს. თუმცა ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის ნაკადი ვერ შეამცირა.
სოციალურ ქსელებში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს მსახიობის გათვლილი PR არის.
მასალის გამოყენების პირობები






