მე ვთვლი, რომ საქართველომ ჩემგან უნდა დაისვენოს- მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 13:45, 20 Aug, 2015     10461
ცნობილმა რუსმა მწერალმა და ჟურნალისტმა დმიტრი ბიკოვმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. როგოც ჟურნალისტი სტატიის შესავალში წერს მისთვის საინტერესო იყო, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელიც ”ასე ჯიუტად და ძლიერად არ უყვართ რუსეთში”

_ამ წელს განსაკუთრებით ბევრი პუბლიკაცია გამოქვეყნდა 8 აგვისტოს 7 წლისთავთან დაკავშირებით. ვფიქრობ ეს უკრაინული კონტექსტის გამო მოხდა. აი პუტინი არაფერს ნანობს და ბევრჯერ უთქვამს ამის შესახებ, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენს მაშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალზე იერიში მიგეტანათ?

მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ომი არ ყოფილიყო, მე მინდა თქვენ გაგახსენოთ, როგორ იყო ეს ყველაფერი. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთისთვის ომში არ ჩაერთვებოდა. აფხაზეთისთვის- შესაძლებელია. ის შედარებით დიდია, კურორტია, პორტია, დიდი შერეული მოსახლეობაა. მაგრამ სამხრეთ ოსეთი ეს ქართული და ოსური ჭადრაკულად განლაგებული სოფლებია, ორმოც ათასიანი მოსახლეობით, მთები... ჩვენ რეაგირება მოგვიწია მხოლოდ იმის გამო, რომ რუსულმა არმიამ გვირაბი გამოიარა და შეიძლებოდა წასულიყო სადაც სურვილი ექნებოდა. პროვოკაციის მიზანი სამხრეთ ოსეთი და მისი მოსახლეობის დაცვა არ ყოფილა- რუსული არმია ხომ ყოველთვის ვიღაცის დაცვას აპირებს, არ შეგიმჩნევიათ?- არამედ მიზანი იყო საქართველო და ასევე სხვებისთვის ჭკუის სწავლება. ჩვენება იმის თუ რა ემართებათ მათ ვინც განვითარება რუსეთის გარეშე გადაწყვიტა...

_თუ თქვენ ხედავდით, რომ მას ომი უნოდა - იქნებ საჭირო იყო მოლაპარაკება ნებისმიერ ფასად? თქვენ ხომ ხვდებოდით, რომ ამ დაპირისპირებაში შანსები არ არსებობდა..

მე მოლაპარაკებებზე მივდიოდი მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იყო. იყო შეხვედრა ასტანაში, დსთ-ს სამიტი, სადაც მედვედევი ჩამოვიდა და მე მუდმივად გამირბოდა და მე დავდევდი - ეს სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა მოსალოდნელი ომის კონტექსტი. იყო ასევე შემთხვევები, როდესაც მე ვურეკავი მედვედევს და მაკავშირებდნენ პუტინს, რომელიც მეუბნებოდა, თქვენ ხომ ყველა შემთხვევაში ჩემთან საუბარი გსურთ? მე ვპასუხობ: დიახ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, არსებობს კითხვები, აფხაზეთში გზას ჩვენი თანხმობის გარეშე აშენებთ, საზღვრებთან ჯარების კონცენტრირებას ახდენთ, აი ევროპაში ამაზე წერენ, ჩვენ მხარს გვიჭერენ... და რას მპასუხობს ის: ბევრს წერენ? ვპასუხობ- დიახ, ქაღალდი ბევრია...

_ვიცი ეს ისტორია, გირჩიათ, რომ ეს ქაღალდები დაგეხვიათ და უკან გაგეკეთებინათ...

ჩემთვის არა, მათთვის გამეკეთებინა...

_რატომ სძულხართ პირადად თქვენ ასე? ის ხომ ერთი ადგილით დაკიდებას ყველას არ პირდება? ალბათ რამე თქვით ან გააკეთეთ ისეთი, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.

არა მას ჩემს მიმართ არავითარი პირადი სიძულვილი არ აქვს. ის საქართველოს დასჯას უკვე დიდი ხანი გეგმავდა, მიზანმიმართულად. მას თუ დააკვირდებით სპონტანური რეაქციები საერთოდ არ აქვს, მისი სტილი არაა. ყირიმის დაპყრობაც დიდი ხნის გადაწყვეტილი ქონდა და სისულელეა იმის გამეორება ვითომ, რომ არა ”მაიდანი” ყირიმი ისევ უკრაინის იქნებოდა. მე ვიქნებოდი თუ არა საქართველოს სათავეში - სცენარი მაინც იგივე იქნებოდა. რაც შეეხება რა გრძნობა აქვს მას პირადად ჩემს მიმართ - მას ჩემს მიმართ არავითარი გრძნობები არ გააჩნია. ის პიროვნებით ნაკლებად ინტერესდება, პრაგმატულია.

_რატომ არ დაურეკეთ 8-ში ღამით? ყველაფერი ხომ ნათელი იყო?

დმიტრი თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 8-ში ღამით? რუსეთში სისტემატიურად წერდნენ, რომ საქართველო ოლიმპიადის შეთანხმებას დაარღვევდა. აგვისტოს დასაწყისიდან სამხრეთ ოსეთიდან მიზანმიმართულად გაჰყავდათ ბავშვები და ქალები - ჩამოდიოდნენ და მათ რუსეთში დასასვენებლა წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

_ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. სრულებით ჰუმანური გადაწყვეტილებაა.

თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ჰუმანურობის გამო გააკეთეს? ეს გაკეთდე იმისთვის, რომ ლტოლვილთა ნაკადს გვირაბში ტექნიკისთვის ხელი არ შეეშალა. მე ჩავფრინდი თბილისში - მინისტრების ნახევარი შვებულებაში იყო. ვრეკავ გაეროში - იქაც მასიურად შვებულებებია. ვურეკავ მედვედევს, ის მეუბნება, რომ ახლა სალაპარაკო დრო არ არის. პუტინთან კი არ მაკავშირებენ. ჩვენი შემტევი ბრიგადა კი ერაყშია, ცხინვალიდან თბილისამდე კი ტანკებს მხოლოდ სამი საათი დასჭირდებათ. რა უნდა გამეკეთებინა? გზა გამეხსნა?


რუს ჟურნალისტთან მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მის მიერ გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

_იმის ერთმნიშვნელოვნად მტკიცება, რომ საქართველოში ყველაფერი გამოგივიდათ, შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ახლა ძებნაში არ იქნებოდით. არ წაეჩხუბებოდით თქვენი გუნდის წევრებს, მათ შორის ნინო ბურჯანაძეს და თქვენ წინააღმდეგ არ აამხედრებდით ინტელიგენციას...

_არავითარი სერიოზული რეფორმა არ კეთდება საკუთარი გუნდის წევრებთან კონფლიქტის გარეშე. ამიტომ რეფორმატორებს, ისეთს როგორც გორბაჩოვი იყო, თავისიანები წირავენ, რომლებსაც ძალაუფლების მოპოვება და ძველებურად ცხოვრება სურთ. თქვენ თუ რამის შეცვლა გსურთ, მეგობრებს მუდმივად ვერ შეინარჩუნებთ. მე შემეძლო დავრჩენილიყავი საქართველოში, მე ხალხის მხრიდან დიდი მხარდაჭერა მაქვს, პარტიას კარგი რეიტინგი აქვს. მაგრამ მე არ მინდოდა ნებისმიერ ფასად დარჩენა. აბსოლუტურად არ მინდოდა ახალი სამოქალაქო ომი. მე ვთვლი, რომ საქართველომ ჩემგან უნდა დაისვენოს”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო ”ნოვაია გაზეტა”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42