„ეს არის პირველი ნატო-ს ცენტრი, რომელიც მისი ტერიტორიის გარეთ არის განთავსებული. ჩვენი სამხედრო ძალებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ცენტრში მომზადდებიან ჩვენი და ნატოს ჯარისკაცები და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული ქვედანაყოფებისთვის, არამედ ზოგადად მეთოდოლოგიის დახვეწისა და მისი ნატოსთან დაახლოების კუთხითაც“-აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი დავით სიხარულიძე.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე კი განმარტავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია და ასეთი საწვრთნელი ბაზის მშენებლობა რუსეთს დისკომფორტს შეუქმნის.
„არ უნდა გვეშინოდეს, რომ ბაზის გახსნა საფრთხეა. ჩვენ ისედაც გვიდგას რუსი ოკუპანტი, რაც უფრო სუსტები ვიქნებით და უფრო დაშლილები ვიქნებით, შორს ვიქნებით და იზოლირებულები ვიქნებით, მით უფრო იოლი იქნება მათთვის, რომ შემოვიდნენ თბილისში. რაც უფრო მეტი გარანტია გვექნება მხარდაჭერის მით უფრო მეტი დისკომფორტი ექნებათ მათ და უფრო დაფიქრდებიან, რომ აგრესია არ განახორციელონ,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






