პროექტში შიდა ქართლიც ჩაერთვება. ადგილობრივებს მომსახურების მიღება გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეეძლებათ.
"ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, როდესაც პოლიკლინიკები და ამბულატორიები გარემონტდება და აღიჭურვება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის პირველადი ჯანდაცვის ექიმების სწრაფი და ეფექტური გადამზადება. პირველად ჯანდაცვაზე აქცენტირება არის სწორედ თანხების რაციონალური გამოყენება, რომლის უძვირესი მკურნალობა, რაც სჭირდება დაგვიანებულ შემთხვევებს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და აქცენტი გაკეთდეს თანხის გადამისამართება პირველად ჯანდაცვაზე. ეს სერიოზული გამოწვევაა და წლები სჭირდება ამ რეფორმის ჩატარებას. წინასწარ გამოტირება, მინიმუმ, გაუგებარია. წიგნი წაიკითხონ," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მკურნალობას პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული 10 ათასი ბენეფიციარიდან 3045 გადის.
მასალის გამოყენების პირობები






