"მალხაზ დავლიანიძე ირაკლი ქადაგიძის აგენტი არ ყოფილა"- სამართალდამცველთა დაცვის ლიგა
პოლიტიკა - 15:33, 19 Aug, 2015     1921
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ე.წ „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე დაკითხული, ამჟამად მსჯავრდებული მალხაზ დავლიანიძის ჩვენებას გამოეხმაურა, დავლიანიძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ირაკლი ქადაგიძესთან და კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებთან 2006 წელს ნარკოტიკების სანაცვლოდ თანამშრომლობდა. მისი თქმით 2006 წლის 2 მაისს, კორტების სპეცოპერაციის დღეს დაიბარეს კრიმინალურ პოლიციაში და გასამრჯელოს სახით ნარკოტიკის მიღების შემდეგომ დაავალეს, ეთქვა, რომ სპეცოპერაციის ადგილზე იყო და უშუალოდ დაინახა, როგორ ისროდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომობილიდან პოლიციის მისამართით. აღნიშნულთან დაკავშირებით „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მალხაზ დავლიანიძე, ირაკლი ქადაგიძის ინფორმატორი არ ყოფილა. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფრომაციით და მოწმის დღევანდელი ჩვენებით ირკვევა, რომ ის ნამდვილად იყო პოლიციის აგენტი.

გვინდა საზოგადოებას მოკლედ მოვახსენოთ ვინ არის პროკურატურის მოწმე ამჟამად მსჯავრდებული მალხაზ დავლიანიძე. ის გახლავთ არაერთგზის ნასამართლევი უმძიმეს დანაშაულებში. დავლიანიძე დაკავებული იყო, თურქეთის საელჩოს წარმომადგენელზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღური თავდასხმისთვის. დავლიანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იყო ნარკოდამოკიდებული და ამჟამადაც სასჯელს ძარცვისთვის იხდის. რაც შეეხება, მოწმის ჩვენებას, როგორც ჩანს, მან ვერ დაიზეპირა პროკურატურის მიერ შეთავაზებული ჩვენება და აერია ირაკლი ქადაგიძის სამსახურეობრივი თანამდებობები. დავლიანიძემ განაცხადა, რომ ქადაგიძე გაიცნო მაშინ, როდესაც ის იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი, რაზეც დაზუსტებით მოგახსენებთ, რომ ირაკლი ქადაგიძეს პოლიციაში 20 წლიანი მუშაობის პერიოდში არათუ აღნიშნული სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, არამედ აღნიშნულ განყოფილებაშიც კი არ უმუშავია. ამასთან, მოწმემ განაცხადა, რომ ის ხშირად სტუმრობდა ირაკლი ქადაგიძეს, სადაც ის შეხვდა ირაკლი ფირცხალავასაც. მან ასევე თქვა, რომ მეხუთე სართულზე ქადაგიძის კაბინეტის შემდგომ მდებარეობდა ფირცხალავას სამუშაო კაბინეტი. თუმცა დადასტურებულია, რომ ირაკლი ქადაგიძისა და ფირცხალავას კაბინეტები არა ერთმანეთის გვერდიგვერდ, არამედ ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. ცნობილია, რომ მეხუთე სართულზე, შს სამინისტროს შენობაში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი განთავსებული არასდროს არ ყოფილა, იმ დროისთვის იქ გენერალური ინსპექციის სამმართველო იყო“. - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42