აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა
პოლიტიკა - 12:46, 19 Aug, 2015     846

18 აგვისტოს, თავდაცვის მინისტრის ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. მიღებას აშშ-ის სამხედრო თანამდებობის პირები, აშშ-ის მთავრობის, აკადემიური წრეებისა და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საპატიო სტუმრებს შორის აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასი, გენერალ ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი (აშშ-ის არმია J - 3/5/7) და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი ჯო ჯერარდრი იყვნენ. მიღებაზე სტუმრებს სიტყვით აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიმართეს.

თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მიმართვაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ გაიხსენა. თინათინ ხიდაშელმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებაც უამბო, რომელსაც 31 წელი, სწორედ, 18 აგვისტოს შეუსრულდებოდა.

საელჩოში გამართულ მიღებაზე 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის შედეგების შესახებ მომზადებული ფოტოკოლაჟის პრეზენტაციაც გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42