„ნატო-საქართველოს კავშირები ამაზე ახლო არასოდეს ყოფილა. ნატო-ს ბოლო სამიტის დროს, ალიანსმა „ნატო-საქართველოს პაკეტი“ მოიწონა, რომელიც საქართველოს თავდაცვით და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი წლის ბოლოს ვაზიანის საწვრთნელ ტერიტორიაზე თბილისთან ახლოს გაიხსნება. გასულ თვეს, საქართველომ უმასპინძლა ნატო-ს სამხედრო სწავლება Agile Spirit-ს, რომელშიც ბულგარეთიდან, საქართველოდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და რუმინეთიდან 250-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.
ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა გამოიწვევს ავტომატურად ომს რუსეთთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. ნატო-ს ბოლო ორი სამიტის დროს. საქართველო იმედოვნებდა, რომ მიიღებდა MAP-ს, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არ სჭირდება MAP-ი, რუსეთი საქართველოს გამუდმებულ მარცხს მოიპოვოს MAP-ი ნატო-სგან, იყენებს, როგორც პროპაგანდის გამარჯვებად.
აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. აშშ-მ უნდა მიჰყიდოს საქართველოს თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება - როგორიცაა FGM-148 ჟაველინ, და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება. საქართველო რუსეთის მხრიდან აგრესიის მუდმივი საფრთხის ქვეშაა. აშშ-მ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა აუცილებელი არ არის ალიანსში გასაწევრიანებლად“- წერს ლუკ კოფი.
მასალის გამოყენების პირობები






