გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ ისაუბრა. მისი თქმით სახელმწიფომ პროსტიტუციისთვის განკუთვნილი ორგანიზებული ადგილები უნდა გამოავლინოს და ორგანიზატორები დასაჯოს.
”დღევანდელი კანონმდებლობა შერეულ სისტემას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მეძავი არ ისჯება, მაგრამ ე.წ. ბუნაგის მოწყობა პროსტიტუციისთვის დასჯადია. ინდვივიდუალურად თუ ვინმე სხეულს ყიდის, ეს კანონით არ ისჯება, თუ ვინმე ცდილობს, რომ მას ორგანიზებული სახე მისცეს და კომერციული ხასიათი, მაშინ, ეს ისჯება.”- განაცხადა ქუცნაშვილმა
ქუცნაშვილის თქმით, პროსტიტუციის ლეგალიზება ვენერიული დაავადებების თავიდან აცილების გარანტი არ არის:
”დაავადებების გავრცელება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ისე ორგანიზებული პროსტიტუციით, ასევე, არა მარტო პროსტიტუციით. თუ ადამიანი ჯანმრთელობას არ უფრთხილდება და არ იცავს უსაფრთხო სექსის წესებს, ეს ყველგან შეიძლება მოხდეს.
ვფიქრობ, რომ ორგნიზებული საქმიანობის სახე, რომელიც მომგებიანი იქნება ორგანიზატორისთვის, ლეგალური არ უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს ასეთი ორგანიზებული ადგილები და უნდა დასაჯოს ის ხალხი, ვინც ამის ორგანიზებას ახდენს. ნარკოტიკების მომხმარებელს არ ვსჯით, თუ რამდენჯერმე არ იქნა აღმოჩენილი, ისე არ ისჯება თავად პროსტიტუციის მწარმოებელი ჯერადობაზე, მაგრამ ნარკოტიკების გამსაღებელი და ვთქვათ, ორგანიზებული პროსტიტუციიდან შემოსავლის მიმღები ისჯება.”- აღნიშნა ქუცნაშვილმა.
წყარო ”პრაიმტაიმი”
მასალის გამოყენების პირობები






