საქსტატის მიერ ივლისში დადგენილი საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ზომის ოჯახებისთვის კი ასე გამოიყურება:
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 155 ლარი
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 137 ლარი
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 220 ლარი
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 248 ლარი
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 275 ლარი
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 310 ლარი
ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 366 ლარი
გასული თვეების მანძილზე საარსებო მინიმუმი სამსულიანი ოჯახისთვის დაახლოებით 257 ლარი იყო, ივლისში კი მისი შემცირება სურსათის ფასის სეზონურ ცვალებადობას უკავშირდება. საარსებო მინიმუმი არის პირობითი ნიშნული, რომელიც გამოხატავს იმ მინიმალურ ღირებულებას, რაც ადამიანის ან ოჯახის ფიზიკური არსებობისთვის არის საჭირო.
საქსტატი საარსებო მინიმუმს 2003 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ითვლის.
მასალის გამოყენების პირობები






