საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროში პრეზიდენტის და პრემიერის დელეგაციების ერთდროულად წასვლას გაუგებარი და ქვეყნისთვის შეურქცხმყოფელი უწოდა. ღარიბაშვილის თქმით ის ნიუ-იორკში საქმის გასაკეთებლად მიდის და არა ქალაქის დასათვალიერებლად.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და არასერიოზულია, ვფიქრობ ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებაზე. მე გაეროში, ნიუ-იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზე სადაც მივდივარ, იქ მივდივარ საქმის გასაკეთებლად, მე იქ სანახავად არ მივდივარ. პრემიერობამდე ხშირად მიმოგზაურია ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის განსაკუთრებული ვიზიტი, მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას მე ყველგან წავალ და საქმეს გავაკეთებ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქალაქში, ეს მისი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება იქნება. მე აღარ მსურს სპეკულაციებზე კომენტარი გავაკეთო.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






