კომპანია "თელასის" ცნობით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 19 აგვისტოს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის, კალოუბნის, აბაშვილის, მაისურაძის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I და „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, კანდელაკის და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჭოპორტის და ჟინვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის ქუჩის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






