„საქართველოში არის ხორბლის ძალიან მაღალი მოსავალი, შეიძლება ეს ცალსახად სასურსათო არ იყოს , მაგრამ შერევისთვის ეს არის მისაღები ხარისხის. პლუს ამას ემატება ის რომ საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალი ყველგან გაიაფებულია, შესაბამისად ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს“- განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრი „იფქლის“ ხელმძღვანელის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მინისტრთან შეხვედრას ვერ ახერხებს, სიმართლეს არ შეესაბამება და ის „იფქლის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.
შეგახსენებთ, კომპანია "იფქლის" ხელმძღვანელის შაქრო ბაკურაძის განცხადებით, საქართველოში ხორბალი პრაქტიკულად ერთ კომპანიას შემოაქვს და ალტერნატიული ფქვილის შემოტანა იკრძალება, ბაკურაძის თქმით, თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები






