თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 09:52, 18 Aug, 2015     1469

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა. თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში პუნიტ ტალვართან ორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს საიმედო და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა სულ უფრო მეტ პროგრესს განიცდის. ვიქტორია ნულანდთან და პუნიტ ტალვართან საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების თემატიკის გარდა საუბარი ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ პრორიტეტულ მიმართულებებსა და იმ რეფორმებს შეეხო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა გაგრძელდეს.

„პროფესიული განათლების სკოლა და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, „არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლებიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პირველ რიგში, საქართველოსთვის, მაგრამ ეს პროექტები წარმატების შემთხვევაში რეალურ შესაძლებლობებს აჩენს იმისთვის, რომ საქართველომ რეგიონული მასშტაბის ფუნქცია და მნიშვნელობა შეიძინოს. მაგალითისთვის, ერთობლივი სასწავლო ცენტრი არის პროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების მიმღები ქვეყნის სტატუსიდან უსაფრთხოების მიმწოდებლის სტატუსზე გადაიყვანს. ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ განცდა და იმედი, რომ საქართველოს სახით არა მარტო მოსახლეობის მხარდაჭერით უზრუნველყოფილი, საიმედო, პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა უნდა ჰყავდეთ არამედ, საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, რომელიც ბევრ მიმართულებაზე პასუხისმგებლობას თავადაც აიღებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და კვლევით ორგანიზაციებში საჯარო მოხსენებებს მოიცავს და მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42