ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 16:18, 17 Aug, 2015     1641
ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ახმედ საფაროვი იტალიაში პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება. შეჯიბრის წინ ნიჩბოსნობაში სპეციალური მომზადების გავლაში საფაროვს საქართველოს ჯომარდობის ფედერაცია დაეხმარება, რომელმაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მომავალი ტურნირისთვის მწვრთნელი გამოუყო.

პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში 19-23 აგვისტოს გაიმართება. ახმედ საფაროვმა კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სარეაბილიტაციო კურსის გავლის დროს გამოთქვა.

მსოფლიო ჩემპიონატში საფაროვის მონაწილეობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ეხმაურებიან. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ავღანეთში დაჭრილ სამხედროს წარმატებებს უსურვებენ და აღნიშნავენ, რომ დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაცია და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მათი ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსოფლიო ჩემპიონატზე თავად კანოე კაიაკის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიწვია. მილანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გათამაშდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსგავსი ტიპის შეჯიბრში მონაწილეობს.

III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგითი ახმედ საფაროვი ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობის დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. საფაროვმა სარეაბილიტაციო კურსი ვაშინგტონში, ვოლტერრიდის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42