"რესპუბლიკელები ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს რადიკალურად შეცვლიან"
პოლიტიკა - 12:42, 17 Aug, 2015     8180
იურისტი ვალერი გელბახიანის შეფასებით, იმის გამო, რომ შსს-მინისტრის პორტფელი ხელისუფლებას მათ სასარგებლოდ ნებით ვერ დაათმობინეს, ისინი მთავარი პროკურორის პოსტის ხელში ჩაგდებას ძალით შეეცდებიან, ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე აღდგენასაც გელბახიანი ამ კონტექსტში განიხილავს

„თუ არ მიიღებენ, მაშინ მთავრობა ახალ ახალ დარტყმებს უნდა ელოდოს შემოდგომაზე, რომელიც ხელისუფლებისთვის ძალიან სახიფათო დროა. როგორც ჩანს , ეს ყველაფერი რესპუბლიკელებს გათვლილი აქვთ და ამიტომაც უტევენ კოალიციის ლიდერებს ასეთი ფორმით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ რესპუბლიკელები თვითონ არიან ხელისუფლებაში და სწორედ ეს არის ხელისუფლებისთვის საშიში. თუ ქართულ ოცნებასთან აღარ ითანამშრომლებენ, მაშინ პარლამენტსა და მთავრობაში მოკალათებული რესპუბლიკელები ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს რადიკალურად შეცვლიან. ეს ნიშნავს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას... ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ კი „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს თუ არა ღმერთმა უწყის. როგორც კი „ქართული ოცნება“ სახელისუფლებო ბერკეტებს დაკარგავს. ის არჩევნებს წააგებს.“- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

გელბახიანის თქმით, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნაციონალებს და რესპუბლიკელებს ერთმანეთის მიმართ არსებული წყენა დაავიწყდებათ:

"თუ ამ პარლამენტში რესპუბლიკელები, "თავისუფალი დემოკრატები", ნაცები და განაწყენებული დეპუტატები შეერთდნენ, შეიქნმება უმრავლესობა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გადაიყოლებს! არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ ძალებს ფაქტობრივად თანაუგრძნობს პრეზიდენტი მარგველაშვილიც..."- აღნიშნავს გელბახიანი.


წყარო "ასავალ-დასავალი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42