,,მხოლოდ რუსებს შეუძლიათ, საკუთარი შვილები აუზში ჩაუშვან მოსაშარდად. წამოვუხტი.. რუსოო, მოდი ააქ!!“
სოც.მედია - 19:46, 16 Aug, 2015     7023
,,რუსთავი 2“-ის თანამშრომელი სალომე ლილუაშვილი, რომელიც ეგვიპტეში ატარებს ზაფხულს, რუსი, ევროპელი და მათ შორის ქართველი ტურისტების შესახებ წერს.

,,აქ რუსები უმრავლესობაში არიან. რუსები აქაც ყველაზე გამომწვევად იქცევიან. მხოლოდ რუსებს შეუძლიათ, საკუთარი შვილები აუზში ჩაუშვან მოსაშარდად, ჩააფურთხონ, მოწმინდოდ ცინგლი და აუზის წყალში გაურიონ. საკვების ნარჩენები დატოვონ და ძირს დაყარონ.

ევროპა აქაცაა წარმოდგენილი. მათგან აღშფოთების ჩუმი შორისდებულები მესმის მხოლოდ. ჰოდა, ავტეხე დებოში, აღვშფოთდი ქართულად. მოვუხმე ადმინისტრაციას. შევარცხვინე რუსეთი, საკუთარი ნარჩენების აკრეფა მოვთხოვე და ეს ჩემს შვილს ვაყურებინე. სასიამოვნოდ ჩაეღიმა წარმოდგენილ ევროპას, მაგრამ ხმაც არ ამოუღია - სტანდარტულად

მე ვარ ქართველი, მაგრამ ვერ ვარ ასეთი ევროპელი.

მე ვარ ქართველი და ვარ რუსოფობი.

გამარჯობა!“- წერს სალომე ლილუაშვილი, რომელიც პოსტის კომენტარებში რუსების ქცევას დეტალურად აღწერს:

,,რა და ოჯახი დევს აქ - სტაბილურად. მოფსმა მოუნდებათ, მიეცუცქება ბავშვი ყუნცულით მშობლებს და აუზში შედიო. ჩავა- მიფსამს. ამოვა, შეჭამენ რამეს და იქვე ტოვებენ. მიაქვს მერე ნაგავი უდაბნოს ქარს და ზეთით გატმასნილ კანზე ხან რომელი ნალოღნი მეწებება, ხან რომელი. იჟღვლინტებიან ეს ბავშვბები, მოწმენს ცხვირს და აუზში გაიბანს ხელს. ჰოდა, ეს ცინგლების ჩარეცხვა იყო პიკი - წამოვუხტი და მეთქი, რუსოოო, მოდი აააქ!!! აქ პერსონალს მენეჯერი მივთხოვე. დავიბარე და გავურჩიე საქმე. აღმოჩნდა, რომ მსგავს შემთხვევებზე შტრაფია, ოღონდ თუ პერსონალი დაინახავს საკუთარი თვალით, იმ შემთხვევაში. ნაგავი დახვავრბული რაც ჰქონდათ, ურნაში ჩავაყრევინე და იმდენი რუსულიც აღმომაჩნდა, რომ გამელანძღამ ახლა ძაან კმაყოფილი ვწევარ. ჰო, გავეცანი - ქართველი ვარ მეთქი“ - წერს სალომე.

სალომე ლილუაშვილი მოგვიანებით ერთი ქართველი ტურისტის ქცევასაც უსვამს ხაზს:

,,რუსები წაპუტინდნენ. ძირითადად გერმანელები და ფღანგები შემოემატნენ აქაურობას. იავნანასავით ჩამესმის ამათი ლაპარაკი. ყველა იღიმის. თავი ევროპაში მგონია. ჰოდა, წეღან ქალი შემოჯეელდა აუზზე - თავი ზომაზე მაღლა ჰქონდა აზიდული, კისერს არ ამოძრავებდა ზედმეტად. სათვალე ეკეთა, მაგრამ ვიგრძენი, შავ მინას ამიფარებულ თვალებს მთელს რადიუსზე როგორ აცეცებდა. ერთადერთი იყო, ვინც კევს ღეჭავდა, თან ნერვიულად. სანამ ხმას ამოიღებდა, იქამდე მივხვდი, რომ ქართველია - დაძაბა ეგრევე. მეგონა, დაბურულშუშებიანი ჯიპით მოვიდა და მანქანა იქვე, პლაჟზე, აკრძალულ ზონაზე მიაპარკინგა. ევროპას გადავხედე - ლაღად იღიმიან და შვებულების შვებას ირგებენ. აშკარად სხვა კონტინენტია. ნუ, ვზივარ და ვერ გამირკვევია - რანაირი ევროპელები ვართ ქართველები? რავ აბა..“- წერს სალომე ლილუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42