,,სირცხვილია, როდესაც იმალება პრეზიდენტის წერილები“ - თენგიზ ფხალაძე ფანჯიკიძის ქმედებას იხსენებს
პოლიტიკა - 14:55, 16 Aug, 2015     2578
სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

,,სირცხვილია, როდესაც იმალება პრეზიდენტის წერილები და მოწვევები“ - პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე გეროში ვიზიტს ეხმაურება და მახინჯ პრაქტიკას უწოდებს იმ ფაქტს, რომელსაც წინა საგარეო საქმეთა მინისტრის დროს ჰქონდა ადგილი. ფხალაძე ამბობს, რომ შარშან პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის მომზადებაზე მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა.

"სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები, იმალებოდეს და არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე მოწვევები, არ მიდიოდეს ადრესატამდე პრეზიდენტის კორესპონდენცია და ზოგადად, იდგემობდეს ის ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებისაკენ და მიიღებოდეს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. ფაქტიურად შარშან მოხდა, რომ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე, ამით მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე", - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისათვის, გაეროში პრემიერის ვიზიტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ,,ძალიან ცუდი იყო შარშანდელი გამოცდილება, როდესაც საჯარო განხილვები მოყვა ამ საკითხს თუ ვინ წავიდოდა, იმედი მქონდა, რომ წელს რაღაცას ვისწავლიდით შარშანდლიდან გამომდინარე".

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გასულ წელს კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. გაეროში გამგზავრების წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კლიმატის ცვლილებების სამიტს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება და მისი სიტყვით გამოსვლაც დაგეგმილი იყო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ გაერო-ს სამიტზე ორი დელეგაციის წასვლა უხერხული იქნება. როგორც მაშინ ფანჯიკიძე აცხადებდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით მოამზადა ვიზიტი, ეს კი ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ფანჯიკიძის თქმით, ,,ნიუ იორკში დაგეგმილ გაერო-ს სამიტის ღონისძიებებში დელეგაციის ხელმძღვანელი იღებს მონაწილეობას, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42