"არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ჰქონდეს მოწვევა დამატებით ღონისძიებაზე, მაგრამ იმ დამატებით ღონისძიებაზეც უნდა წავიდეს ის, ვინც იქნება ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი. ვერ წარმომიდგენია, რომ პრემიერი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი ან პირიქით. ეს ალბათ, არასდროს მომხდარა გაერო-ს ისტორიაში. ძალიან ცუდი იყო შარშანდელი გამოცდილება, როდესაც საჯარო განხილვები მოყვა ამ საკითხს თუ ვინ წავიდოდა, იმედი მქონდა, რომ წელს რაღაცას ვისწავლიდით შარშანდლიდან გამომდინარე", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გასულ წელს კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. გაეროში გამგზავრების წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კლიმატის ცვლილებების სამიტს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება და მისი სიტყვით გამოსვლაც დაგეგმილი იყო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ გაერო-ს სამიტზე ორი დელეგაციის წასვლა უხერხული იქნება. როგორც მაშინ ფანჯიკიძე აცხადებდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით მოამზადა ვიზიტი, ეს კი ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ფანჯიკიძის თქმით, ნიუ იორკში დაგეგმილ გაერო-ს სამიტის ღონისძიებებში დელეგაციის ხელმძღვანელი იღებს მონაწილეობას, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
მასალის გამოყენების პირობები






