„ფოტოები გახსოვთ, თინიკო ხიდაშელი სნაიპერის შაშხანით სროლაში რომ მეცადინეობდა? ხოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, სანამ დანარჩენები იბიარდის დამატებით შესაძლებლობებს განიხილავდნენ და ლიტერატურის გარჩევის კლუბს აყალიბებდნენ, კიდეც გაისროლა! ამაშია საქმე! ასე ვიცით გურჯმა ხათუნებმა!
რვა თვე, ციხეში უდანაშაულოდ კი არა, საკუთარ ოთახში რომ ჩაგკეტონ, ცილს გწამებდნენ, შეურაცხყოფას გაყენებდნენ, შეიძლება გაგიჟდე, მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობაა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კარგად დასრულებული ამბავი უკვე დიდი წინსვლა და ბედნიერებაა და წინ რა უძღოდა აღარც ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას.
წესით ნებისმიერ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს უნდა გახარებოდა ხუთი ადამიანის თავისუფლება, მათი სამსახურში დაბრუნება, თუმცა გასაკვირად, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც ეწყინა. ამის შინაგანი შინაარსი პრიმიტიული მტრული თვისებაა, - ალასას მტრობენ და ამის გამო მზად არიან ზვარაკად შეწირონ სრულიად უცხო, არაფერ შუაში ადამიანები, თუნდაც ცოცხალი ნუ გამოსულან ციხიდან.
გასული ვიყავი ქალაქიდან და ამიტომ ეს სადღეგრძელო უკვე დალეული მაქვს თქვენს გარეშე, ახლა თქვენთან ერთად ვულოცავ ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას ამ კარგ ადამიანებს, ურმით მოდიოდა სამართალი და ცოტა შეაგვიანდა, მაგრამ მთავარია მოაღწია.
მაშ შემოსწრებულ სამართალს გაუმარჯოს.
ყლუპ
და რათქმაუნდა, ამ ამბის უპირველესი კეთილი გმირების, ადვოკატების, სოსო ბარათაშვილისა და ძმები სამუშიების, მოსამართლე დავით ჯუღელის პროფესიონალიზმისა და ვაჟკაცობის სადღეგრძელოდ მთელი ჭური უნდა დაილიოს, მხოლოდ ასეთი ხალხი აძლიერებს საზოგადოებას.“- წერს ნათია ფანჯიკიძე
მასალის გამოყენების პირობები






