საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი - პრემიერი
პოლიტიკა - 20:18, 14 Aug, 2015     1718

პრემიერის თქმით, საქართველო ერთიანობისთვის ბრძოლად არ შეწყვეტს.

ამის შესახებ ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომლითაც ის აფხაზეთში ომის დაწყებიდან 23 წლისთავს ეხმაურება.

"1992 წლის 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. აფხაზეთის ომის იარები დღესაც მოუშუშებელია ქართველებისა და აფხაზებისთვის.

ჩვენმა ქვეყანამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - ამ ომმა საქართველოს საუკეთესო შვილები შეიწირა. პატივს მივაგებ ომის მსხვერპლთა და სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას.

აფხაზეთის ომს ასობით ათასი ადამიანის დევნილობა მოჰყვა, რომელთაც უმძიმესი წლები გამოიარეს. მე ქედს ვიხრი მათი გამძლეობის წინაშე. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მათთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.

საქართველომ ამ ომით მძიმე გამოცდილება მიიღო. დღეს აღარა გვაქვს უფლება წამოვეგოთ პროვოკაციებს, რისკის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანა და ადამიანების ბედი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი.

საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი - შეუძლებელია აფხაზ და ოს ძმებს ჩვენზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავდეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42