ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ჩანს.
„ცუდ შედეგს მომავალში კი არ უნდა ველოდოთ, ეს ცუდი შედეგი რუსთავი 2-სთვის და ზოგადად განსხვავებული აზრისთვის ქვეყანაში უკვე დადგა. იურიდიული კუთხით სარჩელი არის სასაცილო და სამარცხვინო, „რუსთავი 2“- ს უკვე აქვს სერიოზული პრობლემები, იმ ყადაღის გამო, რომელიც მის წინააღმდეგ სრულიად უკანონოდ იქნა გამოყენებული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესი და თუ გვქონდა იმის იმედი , რომ ხელისუფლება გამოიჩენდა გონიერებას და პროცესს შეაჩერებდა, მივხვდი, რომ ხელისუფლებამ იმდენად ღრმად შეტოპა, რომ წითელი ხაზები უკვე გადალახა . ეს არის პრობლემა არა მარტო რუსთავი ორისთვის არამედ ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს მომავლისთვის, რადგან საფრთხის ქვეშ დგება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხიც. თუ განსხავებული აზრი და თავისუფალი ტელეკომპანიების ქმედებები იქნება შეზღუდული მაშინ ჩავთვალოთ, რომ ხდება ხელისუფლების უზურპაციისთვის ნიადაგის შექმნა“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






