კავშირგაბმულობის სფეროში კადრების დეფიციტი გვაქვს - ხიდაშელი
პოლიტიკა - 14:32, 14 Aug, 2015     1784

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კავშირგაბმულობის სპეციალისტთა კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს მომზადების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

„საჰაერო თავდაცვა და კავშირგაბმულობა ორი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს და დღეის მდგომარეობით 2016 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებისა და პროგრამულ ბიუჯეტში არის კიდეც გათვალისწინებული. თავისთავად ის ფაქტი, რომ სასწავლო პროგრამა მხოლოდ 8 კურსანტმა გაიარა, ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზეც, რომ გარდა ტექნიკური შესაძლებლობებისა, კადრების დეფიციტიც გვაქვს ამ თვალსაზრისით და სწავლების ნაწილშიც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ მიმართულებაზე. ამიტომ, შეიარაღებულ ძალებში ნებისმიერი მიმართულება და სახეობა თანაბრად განსავითარებელი და გასაძლიერებელია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

პროგრამის მონაწილეებმა სწავლება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის შემდეგ გაიარეს.

კავშირგაბმულობის სპეციალისტთა მომზადების 6-თვიანი კურსი სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ კავშირგაბმულობის სპეციალისტთა მომზადების სკოლაში ჩატარდა. ტრენინგი ოთხ მოდულის მოიცავდა. მსმენელებმა ელექტროობა და კომპიუტერული ქსელები, კავშირგაბმულობის საფუძვლები, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებები და ტაქტიკა შეისწავლეს. კურსის მონაწილეები სტაჟირების მიზნით სხვადასხვა ქვედანაყოფში იყვნენ გადანაწილებულები, სადაც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. მიმდინარე შეფასებების გარდა, მსმენელებმა მოდულის დასკვნითი გამოცდები, კურსის დასასრულს კი, გამოსაშვები გამოცდები ჩააბარეს.

დღეიდან ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში, კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაურებად იმსახურებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42