ქიბარ ხალვაში მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:28, 14 Aug, 2015     4809

ბიზნემენი ქიბარ ხალვაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, თავიანთი დამკვირვებლები მიავლინონ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მოინტორინგისათვის.

„მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ახლანდელი მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული წილების დაბრუნება მოითხოვა. ბიზნესმენმა, როგორც აუცილებელი ღონისძიება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის მიმდინარეობის პროცესში „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების და კომპანიის ქონების დაყადაღება მოითხოვა.

მიმდინარე დავა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან იგი საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მედიასაშუალებას უკავშირდება.

სამწუხაროდ, ტელეკომპანიის ნომინალური მეწილეების წინააღმდეგ სასამართლო დავა კონკრეტული დაინტერესებული პირების თუ პოლიტიკური ძალების მიერ, ინტერპრეტირებულია როგორც ტელეკომპანიაზე ზეწოლა.

გვსურს, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანის „რუსთავი 2“-ში თავისი ორწლიანი მოღვაწეობით დაამტკიცა. სწორედ თავისუფალი სიტყვის და არხის ჟურნალისტთა მიუკერძოებელი საქმიანობის გამო განხორცილედა 2006 წელს საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიერ უპრეცედენტო ზეწოლა ბიზენსმენზე ტელეკომპანიის დათმობის მიზნით.

კიდევ ერთხელ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ არავითარ შემთხვევაში, არ ვისახავთ მიზნად „რუსთავი 2“-ის დასუსტებას, პირიქით, სურვილი გვაქვს, გაძლიერდეს ტელეკომპანია და ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ, ხოლო დარღვეული უფლებების აღსადგენად მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებს მივმართავთ.

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობდეს საერთაშორისო საზოგადოების ზედამხედველობისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასამართლო პროცესების მონიტორინგისათვის თავიანთი დამკვირვებლები მოავლინონ. მიგვაჩნია, რომ მათი ჩართულობა იქნება გარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიტიკური ზეწოლისა და სპეკულაციებისგან თავის დასაცავად, ასევე, რეალური ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას გამორიცხავს“, - ნათქვამია ხალვშის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42