„უნდა გაგრძელდეს შრომა ახალი ბაზრის ათვისებისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ცალკეული ადამიანების ნებაზე“
პოლიტიკა - 12:08, 14 Aug, 2015     1480

გარემოს დაცვის მინისტრი დადებითად აფასებს რუსეთის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად საქართველო „შავ სიაში“ არ მოხვდა.

გიგლა აგულაშვილის თქმით, ეს მესიჯი მიმდინარე ვითარებაში, რთველის წინ, კარგი სიგნალია ბიზნესმენებისთვის, რომ მათ არ შეაფერხონ საქმიანობა,

„ის, რომ საქართველო რომ არ მოხვდა ამ კონტრსანქციებში, შეიძლება მივიჩნიოთ კონკრეტულ ვითარებაში ერთგვარ ფრთხილ შეფასებად. შეფასება ჩვენი მხრიდან ფრთხილად მოპყრობას და დაფიქრებას მოითხოვს. ეს მესიჯი მიმდინარე ვითარებაში ანუ რთველის წინ არის კარგი სიგნალი ბიზნესმენებისთვის, რომ მათ არ შეაფერხონ საქმიანობა. იცით, რომ ღვინისა და ღვინომასალების დიდი რაოდენობა სწორედ რუსეთის მიმართულებით გადის. ეს კიდევ ერთხელ ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა ახალი ბაზრის ათვისებისთვის. არ ვიყოთ დამოკიდებული ცალკეული ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფების ნებაზე“, - განაცხადა აგულაშვილმა.

დმიტრი მედვედევის ”შავ სიას” რომელშიც რუსეთმა მხრიდან სანქცირებული ქვეყნები შედის და რომელსაც დღეს ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტაინი დაემატა საქართველო არ მოხვდა. აღნიშნული ფაქტი, რუსეთის მთავრობამ იმ ფაქტით ახსნა, რომ მათ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობები და მაღალი სავაჭრო ბრუნვა არ აქვთ, ამიტომ საქართველოს ჩართვა საკვები პროდუქტების ემბარგოს ნუსხაში აზრს მოკლებული იქნებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42