გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო სამხედრო - ტექნიკური ცენტრი "დელტა", გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს გაუწევს დახმარებას, გარემოსდაცვითი მიზნებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში და სათანადო საექსპერტო კონსულტაციების გაწევაში.
მემორანდუმი ასევე სამხედრო - ტექნიკური ცენტრის "დელტა" მიერ სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის რადარული ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიზანია სამინისტროებს შორის კოორდინირებული, სწრაფი და მოქნილი უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
მასალის გამოყენების პირობები






