”თბილისში ჩასვლა ხსოვნის დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ეს არის უდიდესი ცინიზმი და უპატივცემულობა დაღუპულების მიმართ. ამ ადამიანებმა საზღვრის გადაკვეთით არა მხოლოდ დაარღვიეს აფხაზეთის კანონები, არამედ შეურაცხოფა მიაყენეს აფხაზეთის თავისუფლებისთვის დაღუპულებს.
სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავთ მოთხოვნით, რომ მიიღონ ადეკვატური ზომები საზღვრის დამრღვევების წინააღმდეგ.
ომმა ბევრი პრობლემა დატოვა- ეს არის გაყოფილი ოჯახები და სხვა ჰუმენიტარული პრობლემები. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მტრულ სახელმწიფოში გამგზავრებას, მკურნალობის მიზნითაც კი. ფეხბურთის საყურებლად საქართველოში წასვლა არის მიფურთხება მთელ აფხაზ ხალხზე, რომელმაც თავისი დამოკიებულება საქართველოს სახელმწიფოს ფაშისტურ რეჟიმთან ჯერ კიდევ 1992 წლის აგვისტოში გაარკვია”- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






