"ცემით, ხელ-ფეხის და სახის გაკავებით აიძულებენ ეზიარონ"- რა ისტორიას ჰყვება პეტრე კოლხი
სოც.მედია - 17:34, 13 Aug, 2015     15703
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი მასთან მისული ახალგაზრდა გოგონას ისტორიას ყვება, როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს გოგონა თითქმის 10 წელია მრევლის წევრია, თუმცა სულიერი სიმშვიდე, მაინც ვერ იპოვა, რადგამ მისი ახლობლები მას უამრავ აკრძალვას უწესებენ:
"გოგონა მომადგა, ალბათ 18-ის იქნებოდა. ისეთი შეფუთული, სიცხისგან გული შემიწუხდა. გარეგნული მდგომარეობით ეტყობოდა, ოჯახის ან რომელიმე ახლობლის მსხვერპლი იყო. მისი ამ შედეგით იტანჯებოდა, შეიძლება ითქვას, უკვე ღვთის გმობაში იყო. არც სახლში, არც სხვაგან არ მაქვს უფლება ჩემს ტკივილზე ვისაუბრო და გავთავისუფლდეო. რვა წლის ასაკიდან ტაძარში მიუყვანიათ. (ამაში არაფერია ცუდი, პირიქით, ღვთის გზაზე უფრო დაცული ხარ და მშობლები ცდილობენ ნაადრევი ასაკიდან სარწმუნოებას აზიარონ შვილები) თითქმის ათი წელია აღმსარებელი და მრევლი ჰქვია, ლოცულობს, მარხულობს, კანონებს ზედმიწევნით კარგად ასრულებს და სულს სიმშვიდე მაინც არ შეეხო. იმდენად გაუსაძლისი მდგომარეობა შეექმნა, მეშინია ფატალურად არ დაამთავროს სიცოცხლე. ყვება საოცარ ისტორიებს. სასულიერო პირებზე ისე საუბრობს, გეგონება დახლებთან მდგარი ვაჭრების ყოველდღიურ განცდებს ისმენ. პატარა ასაკში მისგან დამოუკიდებლად მიიყვანეს. ახლა კი სხვა სურვილები გაუჩნდა. სურს სწავლა განაგრძოს, მუსიკაზე იაროს, შეყვარებული ჰყავდეს, გაიღიმოს და სიცოცხლე უხაროდეს. აშინებენ, ასეთი აზრები ეშმაკისგან მოდის და დაითმინეო. ვატყობ, ლოცვაც, მარხვაც, ე.წ. სულიერება შესძულდა, ყველა დეტალი ვალდებულებაში გადაეზარდა, ღმერთს შინაგანად დაშორდა... ტაძარში სიარულის მიუხედავად თვლის, რომ ღმერთთან არ დადის. ღმერთსა და გოგონას შორის გაურკვეველი შიში და აკრძალვები ჩადგა. ის არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვდა. ადამიანური ცხოვრება მოისურვა და წინ აღუდგნენ, მონურად იცხოვრეო. რისი გაკეთებაც შეიძლება, ისიც თუ ამიკრძალეს, მეშინია საერთოდ უარესი არ ჩავიდინოო, მითხრა. არ ვიცი, რამდენად შევძელი მისი დამშვიდება, მაგრამ მე მოსვენება დავკარგე.
დავშორდი და ზიარების პროცესი გამახსენდა... ბავშვებს რიგში რომ ჩააყენებენ, ცემით, აგრესიით, ხელ-ფეხის და სახის გაკავებით აიძულებენ ეზიარონ. მშობლები კმაყოფილები ბრუნდება შინ, გვერდით ,,ნაზიარები" შვილები რომ მოყვებიან, მაგრამ არავინ კითხულობს, რას ეზიარნენ?! გამახსენდა თავისუფლების სიმბოლოს, იესოს ქრისტეს სიტყვებიც: ,,წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი"!...- წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42