სჭირდება თუ არა ქართულ ჯარს სავალდებულო გაწვევა - ,,2015 წელს ქვეყანას 100 ათასიანი ჯარი უნდა ჰყოლოდა“
პოლიტიკა - 15:51, 13 Aug, 2015     11276
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სავალდებულო გაწვევა არ უნდა იყოს. თინა ხიდაშელის განცხადებით, ის სავალდებულო გაწვევის კანონით აკრძალვის მომხრე არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ჯარი რაც მეტად არის კონტრაქტზე ორიენტირებული, მით უფრო მეტი შესაძლებლობის მატარებელია.

„მე წინააღმდეგი ვარ სავალდებულო გაწვევის არსებობის. ქართული ჯარი ცვლილებისთვის მზად არის, რადგან იცით, რომ შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული კატეგორიის ჯარისკაცი 7-8%-ია. ეს თავისთავად ადასტურებს იმას, რომ ჯარი ამისთვის მზად არის. 2016 წლის შემდეგ აღარ გვეყოლებიან ასეთი ჯარისკაცები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სჭირდება თუ არა ქვეყნის თავდაცვაზე ორიენტირებულ საქართველოს წვევამდელები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი არსებობა რუსული საფრთხის პირობებში. რატომ დადგა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დღის წესრიგში ჯარის რეფორმირების საკითხი, მათ შორის სავალდებულო გაწვევის კუთხით, ,,ნიუპოსტს“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ჯარის კონცეფცია, რაოდენობა, ჯარის ფორმირების პრინციპი არის დამოკიდებული იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე.

,,ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა, ეს არის რუსეთი. ჩვენ არ გვაქვს კონფლიქტი არც აფხაზებთან და არც ოსებთან, ჩვენ გვაქვს კონფლიქტი რუსეთთან. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმაზე, რომ 5 ან 20 ათასიანი ჯარით შეიძლება დავიცვათ ქვეყანა. ამდენად, სანამ იფიქრებ იმაზე თუ როგორ უნდა იყოს ჯარი, საჭიროა გავიაზროთ რომ მთავარი გამოწვევა არის რუსეთი. მაგალითად 2004 წელს საერთაშორისო სიტუაცია იყო სხვანაირი, 2005-2006-ში გვახსოვს ბუშის სიტყვები, რომ მე პუტინს შევხედე თვალებში და დავინახე სანდო პარტნიორი. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ასეთი განცდა, რომ პუტინი სანდო პარტნიორია, რომ მასთან შეიძლება მოლაპარაკება და ის რაღაც სიგიჟეებს არ გააკეთებს. ამიტომ მაშინ ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჯარის ფორმირების პროცესში იდგა სხვა ამოცანა. 2008-ში ეს ყველაფერი შეიცვალა. ის ხალხი, რომელიც გვარწმუნებდა, რომ თქვენ უნდა გყავდეთ პატარა პროფესიული ჯარი, თქვენ საერთაშორისო მისიებში უნდა მიღოთ მონაწილეობა, მათაც დაინახეს, რომ ერთ დღეს 7 აგვისტოს ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. პუტინმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ მას მუხრუჭი არ გააჩნია, ის არის არაადექვატური არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ მსფოლიოს მიმართ, მას აწუხებს შიზოიდური იდეები მესამე რომის, რუსული იმპერიის აღდგენის თაობაზე და ის არის ყველაფერზე წამსვლელი, რომ რუსული ,,დიდი იდეა“, რომელსაც ის მოსახლეობა სთავაზობს, განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოს ჯარი დადგა ახალი რეფორმის განხორციელების აუციელბლობის წინაშე. ეს მდგომაროებდა იმაში, რომ ჩვენ პრიფესიული ჯარიდან გადავდიოდით შერეულში, სადაც 50% უნდა ყოფილიყო პროფეისული, 50% - წვევამდელი“ - აცხადებს შაშკინი და 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს განამრტავს, რომელიც გაერთიანებულმა შტაბმა ომის ანალიზის შედეგად მიიღო.

,,2008 წელს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც გაერთიანებულმა შტაბმა გაანალიზა იყო ის, რომ რეზერვისტებმა, რომელებიც კადრირებულ ბრიგადებში იყვნენ მიმაგრებული, ვერ მოახერხეს ორგანიზება და ვერ მოახერხეს თავისი წვლილის შეტანა საბრძოლო მოქმედებებში. ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი. პირველი იყო ის, რომ პერიოდი მათი წვრთვნისთვის არ იყო საკმარისი. მეორე იყო ის, რომ იმ პერიოდში, როცა ისინი სამხედრო ბანაკებში ემზადებოდნენ, არ იყოს საკმარისი რომ მათსა და რეგულარულ ჯარს შორის კომუნიკაცია შემდგარიყო და მესამე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო - თვითონ შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ბოლომდე კონცეპტუალურად არ ესმოდა ამ კადრირებული ბრიგადების მოქმედების არეალი, ისინი ხედავდნენ, რომ ესენი არიან ნაკლებ პროფესიონალი, ვიდრე რეგულარული ჯარი, მიუხედავად ამისა, ისინი არიან რაოდენობრივად ბევრად მეტი, მაგრამ არ არიან კარგად მომზადებული, ამდენად გაერთიანებული შტაბის შესაძლებლობები იყო შეზღუდული, რაგდან როცა ადამიანი მზად არ არის, მას წინ ვერ გაუშვებ, რადგან მსხვერპლი დიდი იქნება.

2008 წელს ჩვენ დავინახეთ, რომ პატარ პროფესიულმა ჯარმა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებოდნენ, ვერ გაამართლა, რადგან ჩვენ 25 ათასიანი ჯარის წინააღმდეგ რუსეთმა ორი დღის განმავლობაში შეიყვანა 100 ათასიანი ჯარი“ - აცხადებს შაშკინი.

გამომდინარე იქიდან, რომ 25 ათასიანი ჯარი ვერ გაუწევდა სათანადოდ, დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგონას რუსეთის 100 ათასიან კორპუსს, ყოფილი მინისტრი მაშინდელი გაერთიაენბული შტაბის იმ ახალ სტრატეგიზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რამდენიმე წელში 100 ათასიანი კორპუსი ეყოლებოდა. შაშკინის თქმით, ეს იყო ისრაელის, ესტონეთის და ამერიკის შეერთებული შტატების შერწყმული მოდელი.

,,2008 წელს გაერთიანებუმლა შტაბმა დადო ახალი სტრატეგია - 50% პროფესული, 50% - წვევამდელი. რას ნიშნავდა ეს? დაახლოებით 12-15 ათასი ყოველ წელს იქნებოდა წვევამდელი, 5 წელიწადში ჩვენ გევყოებოდა 75 ათას კაციანი რეზერვი. ჯარში მსახურების პერიოდი მცირდებოდა ერთ წლამდე, უქმდებოდა შეღავათები მათ შორის გადავადებით, ანუ ისრაელის მოდელი, შენ არ დაკარგავდი სამსახურს, ფინანსურად ეს იქნებოდა უზრუნველყოფილი, გექნებოდა შესაძლებლობა სახლში ყოფნისაც და ჯარში მსახურებისაც.

ეს იყო ისრაელის, ესტონეთის და ამერიკის შეერთებული შტატების შერწყმული მოდელი. ეს დაიწყო ბაჩო ახალაიამ 2010 და შემდეგ მე გავარგძელე. 2012 წელს ჩვენ უნდა გვყოლოდა 12 ათასი პროფესიული და 12 ათასი წვევამდლი, შემდეგ ეს გაიზრდებოდა - 15 ათასამდე იქნებოდა წვევამდელი და დანარჩენი პროფესიული. ამით ჩვენი გეგმა იყო შემდეგი - 25 ათაისნი რეგულარული, 5 წელიწადში გვეყოლებიდა დაახლოებით 50 ათასზე მეტი რეზერვი, რომელსაც ერთწლიანი სამსახური გავლილი ექნებოდა და 25 ათასს ვაკეთებდით ნებაყოფლობით რეზერვს, რომელსაც წვევამდელში ასაკი არ უწყობს ხელს, მაგრამ აქვს სურვილი რომ ჩაეწეროს რეზერვში და აქ უკვე ვიყენებდით ამერიკულ და ესტონურ რეზერვს. ესტონეთსაც დიდი პრობელმები აქვს ისევე როგორც ჩვენ და ამიტომ ჰყავთ პატარა ჯარი და დიდი რეზერვი, ხოლო აშშ-ს მოდელი გამოვყენეთ იმ კუთხით, რასაც აკეთებს აშშ-ს ეროვნული გვარდია, როცა ერთხვება სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, იგივე სტიქიური უბედურების დროს. ერთი სიტყვით ამ გამოცდილების გაზიარების შემთხვევაში 2015 წლისთვის ჩვენ გვეყოლებოდა 100 ათას კაციანი ჯარი - 25 ათასი რეგულარული, 50 ათასი რეზერვი და 25 ათასი ნებაყოფლობითი რეზერვი. ეს არის ის რაოდენობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეასრულონ თავისი ამოცანა - დაიცვან ქვეყანა. აქ საუბარია მხოლოდ თავდაცვაზე. ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება არც სომხეთიდან, არც აზერბაიჯანიდან და არც თურქეთიდან. როგორც აღვნიშნე, ჩვენ არ გვემუქრება საფრთხე არც აფხაზებიდან და არც ოსებიდან. ელემენტარულად 4,5 მილიონიან ქვეყანას 12 ათასი ოსისგან საფრთხე არშეიძლება ეუმუქრებოდა, მათ შორის გაპარტახებული აფხაზეთიდან... ერთადერთი რაც გვემუქრება, ეს არის რუსეთი და თუ ამდენი ხელისუფლებას არ ესმის, ეს არის პროფესიონალიზმის და ინტელექტის სერიოზული პრობლემა. თუ ეს ესმით და არ აკეთებენ, ეს უკვე მოღალატეობის პრობელმაა“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42