"საქართველოში 4 წელია ვმუშაობ და ბევრი განხილვა მსმენია რუსთავი 2-ის შესახებ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გვჯერა, რომ მართლმსაჯულება დამოუკიდებელი უნდა იყოს საქართველოში, ამ კუთხით დიდი პროგრესი ვნახეთ ბოლო წლებში და ნამდვილად გვჯერა, რომ თქვენი სარჩელი წარმატებული იქნება და არ იქნება ზეწოლა კერძო მედიასაშუალებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მედიის თავისუფლების დაცვას საქართველოში, როგორც ზოგადად, ისე ამ შემთხვევაში განსაკუთრებით. გვჯერა, რომ მართლმსაჯულებაც და ხელისუფლებაც გააცნობიერებს, რომ მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჩვენ ამ საკითხს ხელისუფლებასთან შეხვედრის დროსაც წამოვწევთ, რადგან ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან, გვაქვს დიალოგი და ვფიქრობთ, რომ გულახდილად შეგვიძლია გამოვხატოთ ხელისუფლებასთან ის, რაც გვაწუხებს," - განახაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბორის იაროშევიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






