„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ და იურისტებმა ტელეკომპანიის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვითარება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს.
როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, დიპლომატებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"ჩვენ პირდაპირ ვუთხარით, რომ ეს უკვე ბოლო და გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ გადადგა და იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2-ს შეექმნება პრობლემები ამ გადაწყვეტილების გამო, რუსთავი 2 არ იქნება ერთადერთი, სხვა ოპოზიციური არხები იქნებიან რიგში და საქართველოში მედია პლურალიზმი არ იქნება. ხოლო ამის გარეშე, 2016 წლის არჩევნები, როგორც არ უნდა ჩატარდეს, ის ვერ შეფასდება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად," - განმარტა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






