"რატომ არიან გამწარებული ჩვენზე დღეს რუსები, რატომ გვიტევენ ასე? - ისინი ხვდებიან, რომ თურმე შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება. ჩვენი პრინციპული პოზიციით რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ. ბანერებით და მავთულხლართებით გვეჩხირკედელავებიან.
სააკაშვილის დროს იყო ყველაფერი, მათ შორის, ბანერები, სამხედრო ბაზების აგება, კაციშვილს არ ახსოვს. ჩვენ ბანერებზე ვხმაურობთ. ჩვენ მხოლოდ ბანერებიღა დაგვრჩა და ამიტომ არიან გამწარებული ეს ხალხი, რომ ბანერების გარდა ვერაფრით ვერ გვაზარალებენ. ამიტომ გამწარებულები არიან. ამიტომ მიტევენ, პირველ რიგში, მე, იმიტომ, რომ კარგად ვიცი მათი შავბნელი საქმეები, რაც მათ მაშინ ჩაიდინეს. მათი რეაქციით კარგად ჩანს, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით. კორექტირებას აკეთებენ ჩვენი პოლიტიკისას, იმიტომ, რომ აშკარად სხვა ვერაფერზე ვერ გვიტევენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






