დავით ნარმანიამ მერიის სამსახურებს მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა - 19:02, 12 Aug, 2015     1433

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს უეფას სუპერ-თასის მატჩის ორგანიზებაში გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული გუშინდელი უეფას სუპერ თასის მატჩი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა სამსახურს, რომელიც საორგანიზაციო საკითხებში იყო ჩართული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

უეფას სუპერთასის მატჩისთვის „დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარით დაფინანსდა. თბილისის მერიის „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავებული პროექტებით სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტები, ტაბლო, განათებისა და გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები. ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.

გარდა ამისა, „დინამო არენაზე“ გარემონტდა და კეთილმოეწყო უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი სამი ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. სკაი-ბოქსი. სტადიონის ვიპ-განყოფილებაში დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი. აღსანიშნავია, რომ „დინამო არენას“ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რეგიონში ანალოგი არ გააჩნია.

სტადიონის რეაბილიტაციის ერთ-ერთი დასკვნითი ეტაპი იყო პლასტმასის სკამების სრული გამოცვლა. „დინამო არენაზე“ სულ 53000 სკამი დამონტაჟდა.

ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისათვის ჩვეულ ადგილზე მოეწყო 130 პერსონაზე განკუთვნილი გადახურული მედია-ზონა. რაც შეეხება ტელე და რადიო-კომენტატორებს, მათთვის მეორე იარუსზე 80 მაგიდა განთავსდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42