არასდროს მოვრიდებივარ საქებარ სიტყვებს, ხიდაშელმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო - პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 18:45, 12 Aug, 2015     3037

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ე.წ. „კაბელების საქმეში“ ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში დაბრუნების ფაქტს დადებითად აფასებს.

პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

„1. არასდროს მოვრიდებივარ და არც ეხლა დავიშურებ საქებარ სიტყვებს, როცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღება: ისევე როგორც დეპუტატობის დროს, თავდაცვის მინისტრმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რასაც გულწრფელად მივესალმები!

2. პასუხისმგებლობის საკითხია - ხალხი უდანაშაულოდ, უსამართლოდ ციხეში იჯდა 8 თვე! პროკურატურის პირველ რიგში! ასევე მათაც უნდა გაიზიარონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ამტკიცებდა, რომ კორუფციული სქემით მილიონები იყო მიტაცებული!

3. იმედს გამოცთქვამ, რომ ხუთივე ადამიანს საჯაროდ მოუხდიან ბოდიშს და აუნაზღაურებენ მორალურ და მატერისლურ ზარალს!

4. ვულოცავ პირველ რიგში ამ ღირსეულ ადამიანებს და მათ ოჯახებს! ასევე, ყველა თავისუფალ დემოკრატს! ყოველთვის ღირს ბრძოლა ბოლომდე სიმართლისთვის!“, - წერს პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 4 მილიონზე მეტი სახელწმიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი. ისინი სასამართლომ პირადი თავდების საფუძველზე გაათავისუფლა. თავდებში არიან პოლიტიკოსები და სავარაუდოდ თავდაცვის მინისტრიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42