"არასდროს გავჩუმდები...ქვეყანა, რომელიც ცარიელი მორალისტებით გაივსო, უკვე ჩაძირულია"
სოც.მედია - 18:45, 12 Aug, 2015     6298
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს:
"რით ვერ დამთავრდაო...
დიახ, გასაკვირია, ადამიანთა ბოროტებას ბოლო არ უჩანს.
ეკლესია უსაქმურების თავშესაფარი არ არის. ვინაიდან საქმე არ გაქვს, არ ნიშნავს იმას, მხოლოდ ამის გამო დაესწრო ღვთისმსახურებას და ტაძრიდან გასულმა ყველა ბრუნვაში ატრიალო სხვისი ცხოვრება. ყველაფერს ფასი დაეკარგა, გაცვდა, გახუნდა. ჯვარს იწერენ-უბედურდებიან, მონასტრებში გარბიან-სასოწარკვეთილებით კვდებიან... მეგობრებთან ერთობიან-შურით სკდებიან.... რატომ?! მხოლოდ იმიტომ, რომ უსიყვარულოდ იხარჯებიან. ბევრი მინახავს, ვინც გრანდიოზულ ტაძრებს აშენებდა, მაგრამ მისი გაუბედურებული ნათესავებისთვის ლუკმა პური ენანებოდა. ბევრი მინახავს, ვინც ყველა დღე ,,დაუჯდომელს" კითხულობდა, მაგრამ სიძულვილს ანთხევდა. ბევრი მინახავს, ვინც სხვას საახალწლო სამზადისს უკრძალავდა, თავად თავქუდმოგლეჯილი მაღაზიაში გარბოდა, გრანდიოზული ნაძვის ხე განვადებით გამოეტანა... ბევრი მინახავს , ვინც მამა პეტრეს ლექსებს ინვიზიციის ცეცხლს უკიდებდა, მაგრამ გულის გულში იგივეს ნატრობდა.... ბევრი, ძალიან ბევრი მინახავს, ვისაც სიკვდილამდე სურდა თავისუფალი აზრი გამოეთქვა და გულწრფელი ყოფილიყო, მაგრამ არც რესურსი, აღარც დამონებული მდგომარეობა უფლებას არ აძლევდა... ცოტა თუ მინახავს, სიყვარულით ბედნიერი... მე ახლა ამას განვიცდი... წყალდიდობას, მეწყერს, მიწისძვრას, ხანძარს უსიყვარულობის და აგრესიის ცოდვა იწვევს. რაც არ უნდა ღვთისმოსავები ვიყოთ, ქვეყანას, რომელსაც 13 წლის ბავშვის ფოტოები განსჯის საგნად გაუხდია, არადროს არაფერი ეშველება. ქვეყანა, რომელიც ცარიელი მორალისტებით გაივსო, უკვე ჩაძირულია...
იტყვიან, რით ვერ დამთავრდაო...
მე პირადად, გაძლევთ პირობას, არასდროს გავჩუმდები, სანამ ქრისტეს პერანგში გახვეულ ბოროტებას კუთვნილი სახელი არ დაერქმევა, სანამ ამხელა წყვდიადს ერთი სხივი მაინც არ გაკვეთავს...", - წერს პეტრე კოლხი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42