,,დიდგორობას გილოცავთ მეგობრებო, ვულოცავ სრულიად ქართველ ერს ამ დღეს. დღევანდელი დღე შემთხვევით არ შერჩეულა აქციისთვის, ესაა ღირსეული ბრძოლის, ცივილიზებული ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს შენარჩუნების დღე. სწორედ ამიტომაც მე და ჩემი მეგობრები ვიმყოფებოდით გამყოფ ხაზთან რადგან უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს დიდგორგადახდილ ერს შეშვენის! დღეს ჩვენ შევახსენეთ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რომელსაც როგორც წესი მუდამ გაურბის ოკუპანტი, რადგან საქართველოს ერთი კაცი არ მოეპოვება მთავრობაში, ვინც მტერს ამას მოსთხოვს. ქართველი ერის მოთხოვნა ოკუპანტის სამხედრო ჯართის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანაა და მას მოუწევს ამის გაკეთება. დიდგორგადახდილ ერს არ შეშვენის მტრის მორჩილება, ჩვენ ბრძოლა გვიხდება, რაც მხოლოდ ომს არ ნიშნავს. ესაა ყოველდღიური შრომა და ღვაწლი ამ დიადი მიზნის მისაღწევად.
ვულოცავ დიდგორობას თითოეულ ქართველ სამხედროს, ვუსურვებ, საბრძოლო განწყობას და ამას ვეუბნები როგორც რიგითი ჯარისკაცი. მინდა მათ ვუთხრა, როდესაც მამულის დაცვისკენ მოგიწოდებთ, თავს სწორედ წინა ხაზზე თქვენს განკარგულებაში ვგულისხმობ და არა ფუმფულა სავარძელში. სულ ახლოსაა ის დღე როდესაც გამთლიანებას ვიზეიმებთ, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ქართულ მიწას. მინდა ეს დღე საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო, რომლებიც ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან და ვუთხრა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გარეშე გამთლიანება გამორიცხულია, ამიტომ ერთად დავდგეთ მამულის სადარაჯოზე და მტრის გამყოფი ხაზები ჩვენი ერთობით მოვაშოროთ. მალე გვეზეიმოს დიდგორობა მტერზე მორიგი გამარჯვებით, თავდაცვისუნარიანი, ერთიანი, ძლიერი ეკონომიკის მქონე, თანამედროვე სახელმწიფოში!“ - წერს ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






