ქიბარ ხალვაშის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:37, 12 Aug, 2015     2561

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

პაატა სალიას თქმით, ტელეკომპანია ცალმხრივად და მიკერძოებულად აშუქებს მათ სარჩელთან დაკავშირებული სასამართლო დავის მიმდინარეობას.

"ტელეკომპანიის მიერ არ ხდება ინფორმაციის სრულად ასახვა. კერძოდ, საერთოდ არ გაშუქებულა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიმართვა არასამთავრობო სექტორისადმი, ასევე არაფერი თქმულა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ ეუთო-ს წარმომადგენელთა მოწვევაზე სასამართლო პროცესზე დაკვირვებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ცალსახაა, რომ ტელეკომპანია უპრობლემოდ ფუნქციონირებს და მას საქმიანობაში ხელი არ ეშლება. "რუსთავი 2"-ის ასეთი მოქმედება აშკარა არაობიუქტურობაზე მეტყველებს და საზოგადოების რეალური ფაქტებით ინფორმირებას არ უწყობს ხელს. ჩვენთვის გასაგებია, რომ ტელეკომპანია თავს მოდავე მხარედ მიიჩნევს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არ შეიძლება იყო მედია საშუალების მიერ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების საფუძველი. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებით ჩვენს პოზიციას, რომ გვსურს პროცესი იყოს მაქსიმალურად ტრანსპარენტული და ყველა მედიასაშუალება, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა დაიტერესებული პირი აქტიურად იყოს ჩართული სასამართლო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად შეამცირებს არასწორი, არასრული და მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42