,,სოფელ ხურვალეთში ავტობანის იქით ქართველებს გადასვლა ეკრძალებათ“ - აქცია საოკუპაციო ხაზთან
პოლიტიკა - 15:00, 12 Aug, 2015     5231
ხურვალეთი ახალი გამყოფი ზოლი ქართულ საგუშაგოსთან საპროტესტო აქციას იმართება. აქციის მიზანი რუსეთისთვის 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეხსენება და საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციაა. აქციის ორგანიზატორები არიან მუხრან ბურჭულაძე - ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, ,,პარტია სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი და აფხაზთა კრების საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია და ,,ილია ჭავჭავაძის საოზგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე.

,,მიზანი ამ აქციის არის კიდევ ერთხელ გამოხატვა პროტესტის მცოცავი ოკუპაციის და საქართველოს ხელისუფლების შემრიგებლური პოზიციის მიმართ. მთავარი დანიშნულება ამ ხელისუფლების მოსვლის არის იგივე მთავარი მიზანი რუსეთის - საქართველოს ეტაპობრივი შეგუება არსებული ვითარებისადმი“ - განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

,,ჩვენ ვაპროტესტებთ უნიათო ხელისუფლების უმოქმედობას, რომლის საფუძველზეც ყოველდღიურად ხდება საზღვრის გადმოწევა. ეს გაუგებარი მოთნიმების პოლიტიკა მხოლოდ დაღუპავს საქართველოს და აყენებს იმ შეუქცევად დაზიანებას, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ამძიმებს სიტუაციას“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მუხრან ბურულაძე ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, ხურვალეთში ავტობანის იქით მოქალაქეები უკვე ვეღარ გადავლენ.

,,კარგად რომ ვიცოდეთ, ზუსტად ავტობანი თავისი ჯებირებით ეს არის ბოლო ხაზი. ის რომ თითქოს 300 მეტრში დგას ბანერი, ეს ასე არ არის. ავტობანის აქეთ, ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გვეკრძალება გადასვლა. ეს იმას ნიშვანს, რომ არის ფორმალურად აღიარებული საზღვარი. დღევანდელი დღე ტყუილად არ შეგვირჩევია, სიმბოლური დღეა. დიდგორობა მივულოცეთ იგივე ჩვენს სამხედროებს. ჩემთვის მიუღებელია რიგით ქართველ სამხედროს მიმართ პრეტენზიები, არ ვეთანხმები ანდრო ბარნოვს და მისი დამოკიდებულება მიუღებელი იყო ჩემთვის. რა შუაშია არიან ეს ადამიანები, რატომ ტუქსავ მათ, თუ ასეა პირდაპირ ოკუპანტებთან მიდი და მათ მოსთხოვე პასუხი. ჩვენ მივედით და პირიქით საბრძოლო განწყობა ვუსურვეთ. იმდენადაც ვერ შეგვაფერხეს, თუმცა მოწოდება თავიდანვე იყო იმისა, რომ ავტობანიდან არ გადმოვსულიყავით მინდორზე, ამიტომ იძულებული გავხდით რომ მინდორზე ჩამოვსულიყავით“ - განაცხადა მუხარ ბურჭულაძემ ,,ნიუპოსტთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42