იუსტიციის უმაღლესი საბჭო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:45, 12 Aug, 2015     3880

იუსტიციის უმაღლესი საბჭო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო დავა, რომელშიც ერთ-ერთი მხარეა ტელეკომპანია "რუსთავი 2". რამდენიმე დღის წინ დაწყებულმა სამართალწარმოების პროცესმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

სახელისუფლებო შტოების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადება თუ კომენტარი, რომელიმე მხარის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს, ასევე, ლახავს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს, მოსამართლის შეუვალობასა და მიუკერძოებლობას, სამართლის უზენაესობას.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მოსამართლის საქმიანობაზე ზეგავლენის ან ასეთის მცდელობის დაუშვებლობიდან გამომდინარე, მოდავე მხარეებს, მათთან დაკავშირებულ დაინტერესებულ პირებს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის შემლახავი განცხადებებისაგან.

გამოხატვის თავისუფლების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო ხელისუფლებისადმი პატივისცემა უშუალო კავშირშია მოდავე მხარეთა მიერ კანონმდებლობით მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობების რეალიზაციასთან, რომელიც გულისხმობს მოსამართლის ქმედებისა, თუ სასამართლო აქტების სამართლებრივი გზით გასაჩივრებას დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

"რუსთავი 2"-ის მონაწილეობით მიმდინარე სასარჩელო წარმოება არის ღია და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილია საქმის განხილვის საქვეყნოობის, კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.

"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლით უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება, რაც ემსახურება საზოგადოების ინფორმირებულობას და მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებას", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42